ამერიკულ გორაკებზე სრიალი სმენის პრობლემებს იწვევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამერიკულ გორაკებზე სრიალი სმენის პრობლემებს იწვევს

რომელიც თურმე ყურის ბაროტრავმას იწვევს. ბაროტრავმა მაშინ ვითარდება, როცა წარმოიშობა წნევის სწრაფი და მკვეთრი ცვლილება გარესამყაროს, დაფის აპკსა და შუა ყურს შორის. უმეტესად ასეთი რამ ხდება სიმაღლის ცვლილებისას, მაგალითად, ფრენისას, მთაზე ასვლისას. ყურებში პულსაციის შეგრძნება, თავბრუხვევა, დისკომფორტი, ტკივილი ბაროტრავმის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია, მაგრამ არც სმენის დროებითი დაკარგვაა გამორიცხული.

მეცნიერებმა გამოკვლევაში ჩართეს 24 წლის მოხალისე, რომელსაც 36 საათის განმავლობაში აწუხებდა მარჯვენა ყურის ტკივილი და დაგუბება. ეს სიმპტომები მას ამერიკულ გორაკებზე სრიალის შემდეგ განუვითარდა, სადაც ვაგონების მაქსიმალური სიჩქარე 4 წამში 54 კმ/სთ-ს აღწევს. ვაგონის გაქანებისას მამაკაცი მეგობარ გოგონას რაღაცის სათქმელად მიუბრუნდა. შედეგად სიჩქარის აკრეფით გამოწვეული მთელი დატვირთვა მარჯვენა ყურს დაატყდა თავს.

დეტროიტის ჰენრი ფორდის სახელობის საავადმყოფოს ოტოლარინგოლოგებმა ეს მამაკაცი გამოიკვლიეს. ანალიზებმა აჩვენა, რომ პაციენტს მარცხენა ყური წესრიგში ჰქონდა, სამაგიეროდ მარჯვენა ყურის არხი შეშუპებული აღმოაჩნდა, დაფის აპკი კი ანთებითი. ექიმებმა დაადგინეს, რომ მამაკაცის მარჯვენა ყურმა ვაგონის აჩქარების პროცესში განიცადა დატვირთვა, რომელიც შეესაბამებოდა დაახლოებით 300 გ-ს 0,00064516 კვადრატულ მეტრზე. მდგომარეობა მხოლოდ 72 საათის შემდეგ გაუმჯობესდა.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ჰენრი ფორდის საავადმყოფოს ოტოლარინგოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა ადამიანები ამერიკულ გორაკებზე სრიალის მოსალოდნელი შედეგის შესახებ გააფრთხილა და ურჩია, გორაკებზე სრიალის დროს თავი სწორად ეჭიროთ და გვერდზე არ გაიხედონ.