რატომ ინახავენ ღეროვან უჯრედებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ინახავენ ღეროვან უჯრედებს

"ადამიანი, რომელიც თანხმობას აცხადებს მისი ან მისი ბავშვის ღეროვანი უჯრედების შენახვაზე, ცხადია, მეტად წინდახედულ ნაბიჯს დგამს და ერთგვარ დაბანდებას აკეთებს თავისი შვილისა და საკუთარი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ისიც ცხადია, რომ კლინიკა თუ ჰემობანკი, რომელიც ასეთ პროცედურას სთავაზობს ადამიანს, გარკვეულ კომერციულ მოგებას ნახულობს. ამაში ცუდი არაფერია. მთავარია, გავიგოთ და განვასხვავოთ რომელი ღეროვანი უჯრედების გამოყოფას და შენახვას გვთავაზობენ. ღეროვანი უჯრედები პანაცეა არ არის! მათ არ შეუძლიათ ადამიანი ყველა უბედურებისგან იხსნან. მკურნალობის ყველა მეთოდს თავისი ჩვენება, უკუჩვენება და შესაძლებლობები აქვს. ეს პირველ რიგშია.

მეორე და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჭიპლარის სისხლიდან გამოყოფილი ღეროვანი უჯრედები ჰემოპოეზურია. მათ, სამწუხაროდ, კლინიკური მოქმედების შედარებით ვიწრო სპექტრი აქვთ. ისინი ბავშვს მომავალში შესაძლოა გამოადგეს მხოლოდ დაზიანებული სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების მკურნალობაში. რაც შეეხება ცხიმოვანი ქსოვილიდან გამოყოფილ ღეროვან უჯრედებს, ისინი მეზენქიმურია. მათ კლინიკური მოქმედების უნიკალური სპექტრი აქვთ და შესაძლოა დიდი როლი ითამაშონ ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერი დაზიანებული ორგანოსა და ქსოვილის მკურნალობაში. თუმცა, გასათვალისწინებელია შემდეგიც: ზრდასრული ადამიანის ცხიმოვანი ქსოვილიდან ლიპოსაქციის დროს გამოყოფილი უჯრედები ვერანაირად ვერ დაეხმარება მის შვილებს. იმიტომ, რომ დონორი (ღეროვანი უჯრედების წყარო, იგივე მომცემი) პრინციპულად არ შეიძლება იყოს რეციპიენტზე (უჯრედების მიმღებზე) უფროსი ანუ დიდი ასაკის. აქ მარტივი გამოსავალია. ღეროვანი უჯრედების გამოყოფა უნდა მოხდეს არა ჭიპლარის სისხლიდან, არამედ პლაცენტიდან. ეს იქნება ის მეზენქიმური ღეროვანი უჯრედები, რომლებიც ბავშვს სავსებით გამოადგება მომავალში. ღეროვანი უჯრედების შენახვისთვის დამაკონსერვებელი აგენტის სახით თხევადი აზოტი გამოიყენება. უჯრედების შენახვის ვადა კი პრაქტიკულად შეუზღუდავია".

თინათინ გოცაძე

სად ვეძებოთ ღეროვანი უჯრედები ჩვენს ორგანიზმში?

მომავლის ტექნოლოგია ღეროვანი უჯრედები

იაპონელებმა ღეროვანი უჯრედები მკერდის რეკონსტრუქციისთვის გამოიყენეს