აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ნორო ვირუსის გააქტიურებაზე განმარტებებს აკეთებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ნორო ვირუსის გააქტიურებაზე განმარტებებს აკეთებს

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან გორგილაძემ განაცხადა, საავადმყოფოებში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა ვირუსი დაახლოებით 2-3 დღეს გრძელდება და საშიში არ არის. მისივე განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოში გაზრდილია როგორც ადამიანური, ასევე მატერიალური რესურსი.

"ნორო ვირუსი ზაფხულის სეზონზე, სიცხეების შემთხვევაში იწვევს ისეთ პათოლოგიას, რაც დაკავშირებულია დიარესთან, პირღებინებასთან, სიცხიანობასთან. დაახლოებით 2-3 დღე გრძელდება. არ არის საშიში ვირუსი და არ ახლავს გართულებები. მომართვიანობა, რა თქმა უნდა, გაზრდილია, მაგრამ ზაფხულის პერიოდში ასე ხდება - იზრდება მომართვიანობა. ისეთი რამ, რომ მნიშვენლოვან საშიშროებას ველოდეთ არ არის. ინფექციურ საავადმყოფოში გაზრდილია როგორც ადამიანური, ასევე მატერიალური რესურსი. მიმღების დამატება მოხდა და ადგილზე რიგები არ არის", - აღნიშნა ლევან გორგილაძემ.

ლევან გორგილაძე მშობლებს მოუწოდებს პროდუქტები შეარჩიონ ხარისხიანი შენახვით და ბავშვთა ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ. მისივე თქმით, პაციენტები საავადმყოფოში ძირითადად, რამდენიმე საათს ატარებენ და გადასხმის შემდეგ სახლში მიდიან.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ საჭიროა, მოსახლეობამ იცოდეს პირადი ჰიგიენის დაცვის აუცილებლობა. პროდუქტები შეარჩიოს ხარისხიანი შენახვით, თერმული დამუშავებით გამოიყენონ და ბავშვებს მიაქციონ ყურადღება, რომ პირადი ჰიგიენა კარგად იყოს დაცული. უმეტესობა პაციენტებისა, რომელიც მიდის დაწესებულებაში სულ რამდენიმე საათი ჩერდება და ექიმის კონსულტაციის შემდეგ სახლში ბრუნდება. ამბოლატორულად უკეთდებათ გადასხმა, რომ სწრაფი შედეგი მივიღოთ. რაიმე განსაკუთრებულ სირთულეებთან არ გვაქვს საქმე. დიდი მიმართვიანობის გამო გადატვირთულია საავადმყოფოები. ინფექცია არ არის გადამდები, თუმცა ვირუსი ცირკულირებს", - აღნიშნა ლევან გორგილაძემ.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღის განმავლობაში 85-მდე პაციენტი ფიქსირდება, ხოლო ქობულეთის საავდმყოფოში 25-მდე.