რა კავშირი აქვს სოიის პროდუქტებს უშვილობასთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა კავშირი აქვს სოიის პროდუქტებს უშვილობასთან

ბოსტონში, ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში, შეისწავლეს ასამდე მამაკაცის რაციონი, რომლებმაც 2000-2006 წლებში კლინიკებს უშვილობის გამო მიმართეს. სოიის პროდუქტები ყოველი მათგანის რაციონში შედიოდა. ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორებიცაა ასაკი, სხეულის მასის ინდექსი, ანალიზის გაკეთების დრო, ალკოჰოლი, ნიკოტინისა და კოფეინის მოხმარება, გაკეთებულმა გათვლებმა აჩვენა, რომ მათი სპერმა, ვინც დიდი რაოდენობით მოიხმარდა იზოფლავონს, დანარჩენებზე გაცილებით (მილილიტრში 40 მილიონით) ნაკლებ სპერმატოზოიდს შეიცავდა (ცნობისათვის: სპერმატოზოიდების ნორმალური შემცველობა მილილიტრში 80-120 მილიონია).

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ სოიის პროდუქტების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჭარბწონიანი მამაკაცების სპერმა. გამოკვლევის ხელმძღვანელის ხორხე კავაროს აზრით, სოიის ეფექტი მსუქან მამაკაცებში უფრო მკაფიო იმიტომ არის, რომ ცხიმოვანი ქსოვილი თავად გამოიმუშავებს ესტროგენებს, რომელთა მოქმედებას იზოფლავონების ეფექტიც ემატება.