News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ყველა მონაწილე ჯანმრთელი იყო, მაგრამ მაღალი ჰქონდა საერთო და “ცუდი” ქოლესტერინის (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების) დონე. მოხალისეები ორ ჯგუფად გაყვეს. ყველას ერთნაირი დიეტა დაენიშნა ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ პირველი ჯგუფი დამატებით იღებდა 42 გ ნუშს, ხოლო მეორე - ბანანის კექსს, რომელთაც ერთნაირი კალორიულობა ჰქონდათ. ექსპერიმენტის იმ მონაწილეებს, რომლებიც ნუშს მიირთმევდნენ, მეორე ჯგუფთან შედარებით შეუმცირდათ აბდომინალური ცხიმის რაოდენობა, ასევე - საერთო და “ცუდი” ქოლესტერინისა და სხვა ცხიმების დონეც სისხლში. ამასთან, მეორე ჯგუფში “კარგი” ქოლესტერინის (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების) დონის შემცირებაც აღირიცხა.

ყველაზე სასარგებლო სასმელი

დილაობით ყავის სმის მოყვარულებს მეცნიერები ურჩევენ, უარი თქვან ამ ჩვევაზე და დღე ლიმონიანი წყლით დაიწყონ. ერთ ჭიქა თბილ წყალში ნახევარი ლიმონი უნდა ჩავაგდოთ. ამ სასმლის სასარგებლო მოქმედება მთელ დღეს გასტანს. მას სამი ძირითადი პლუსი აქვს:

  • აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას С ვიტამინის დახმარებით;
  • ააქტიურებს მონელების პროცესს;
  • ტოქსინებისგან წმენდს ღვიძლს.

გარდა ამისა, ლიმონი უხდება კანსაც. მასში არსებული ანტიოქსიდანტები ამცირებს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. დაბოლოს, ლიმონიანი წყალი აჩქარებს ჭრილობების მოშუშებას და ანთების საწინააღმდეგო თვისებაც ახასიათებს. გახსოვდეთ: ლიმონი უნდა ჩააგდოთ თბილ და არა მდუღარე წყალში, რადგან მდუღარე С ვიტამინს ანადგურებს.