ბანანისგან შესაძლოა ანტივირუსული მედიკამენტები შექმნან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბანანისგან შესაძლოა ანტივირუსული მედიკამენტები შექმნან

საქმე ეხება კონკრეტულად ცილა "ბანანის ლექტინს" (BanLec), რომელიც ვირუსების გარშემო არსებული შაქრების მიერთებას ახდენს.

26 წევრიანი სამეცნიერო გუნდი (რომელშიც ერთიანდებიან გერმანიის, ირლანდიის, ბელგიის, კანადისა და აშშ-ს მკვლევარები) მრავალი წელია არკვევს, როგორ მოქმედებს BanLec –ი ვირუსების წინააღმდეგ. მათ აღნიშნული ცილის სრულიად ახალი, უფო მეტად სრულყოფილი ფორმაც კი შექმნეს.

საკუთრივ ცილა BanLec–ი ხუთი წლის წინ გამოყვეს ბანანიდან. იმ პერიოდშივე მეცნიერებმა ექსპერიმენტულად აჩვენეს, რომ ეს ცილა აფერხებს აივ-ის უჯრედში შეჭრას. თუმცა, ცილა ამ ეფექტთან ერთად ბევრი გვერდითი მოვლენის პროვოცირებას ახდენდა, რის გამოც მისი გამოყენება შეიზღუდა. მოგვიანებით მეცნიერებმა BanLec-ის ახალი ფორმა შექმნეს. მათ ცილის მოლეკულურ სტრუქტურაში მიაგნეს უბანს, რომელიც პასუხიმგებელია გვერდით მოვლენებზე და ჩამოაშორეს ის. ახალი ცილა, რომელსაც H84T ჰქვია, უფრო აქტიურად ებრძვის ვირუსებს და რაც მთავარია, გვერდით ეფექტებს ანთებისა და გაღიზიანების სახით არ ავლენს. ეს ცილა უკვე წარმატებით გამოსცადეს ვირთაგვებზე. მასზე მკვლევარები დიდ იმედს ამყარებენ.

თინათინ გოცაძე