ძალიან გამხდარ ფრანგ მოდელებს ექიმის ცნობის წარდგენა მოუწევთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძალიან გამხდარ ფრანგ მოდელებს ექიმის ცნობის წარდგენა მოუწევთ

ცნობით უნდა დადასტურდეს, რომ მოდელი ჯანმრთელია. ამ დოკუმენტის გარეშე სამსახურში მიღება არ შეიძლება. თავის მხრივ, ჟურნალებიც დაავალდებულეს მიუთითონ ფოტოზე, თუ მოდელის სილუეტი ფოტოშოპით შეცვლილია.

კანონის დარღვევა ითვალისწინებს ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთას ან 75000 ევროს ოდენობის ჯარიმას.

ახალმა კანონმა მოდის ინდუსტრიაში ძლიერი პროტესტი გამოიწვია, რადგანაც ახლა შესაძლებელია მოდელებისთვის სხეულის მასის მინიმალური დასაშვები ინდექსის მოთხოვნა. ჯერჯერობით, ექიმებს დარჩათ იმის გადაწყვეტის უფლება, რამდენად გამხდარია მოდელი და შეუძლია თუ არა სამუშაოს გაართვას თავი. ამასთან, გასათვალისწინებელია რამოდენიმე კრიტერიუმი: ასაკი, სქესი და სხეულის აღნაგობა.

დოკუმენტის ადრეული ვერსია უფრო მკაცრი იყო და შეეხებოდა მათაც, ვინც ავადმყოფური სიგამხდრის პროპაგანდას ეწევა, რაც ანორექსიის და ბულემიის განვითარების საწინდარია. კანონშემომქმედებს ყველა საფუძველი ჰქონდათ, რათა არ შეერბილებინათ დოკუმენტი, რადგანაც საფრანგეთში 40000 ადამიანს (უპირატესად მოზარდები) ანორექსია აღენიშნება.

ლალი ჩხიკვაძე