ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

ვესაუბრებით თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ინტენსიური განყოფილების ექიმს თინათინ ქორიძეს:

- ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში საგრძნობლად იმატა მომართვიანობამ, ერთ დღეში 25 ბავშვი შემოვიდა, დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მივიღეთ მითითება, რომ გრიპის ყველა შემოსული შემთხვევა რეგისტრიტრდეს, როორ H1N1 ვირუსი ანუ ღორის გრიპი, რადგან ამ ეტაპზე ვირუსის მხოლოდ ეს ქვეტიპი ფიქსირდება.

2 წლის წინ, როცა მსგავსი გააქტიურება იყო ამ ვირუსისა, ყველა პაციენტს ვუტარებდით ღორის გრიპის ვირუსის სადიაგნოსტიკო ტესტს – ცხვირ-ხახის ნაცხის ლაბორატორიულ ანალიზს, მაგრამ აღმოჩნდა რომ ამ ტესტის სიზუსტე არც ისე მაღალია, ამიტომ ამ ეტაპზე ასეთი კვლევა არ ტარდება. ზუსტი დიაგნოსტიკისთვის ვატარებთ სისხლის ანალიზს PCR-ის მეთოდით, მაგრამ ეს კვლევა მხოლოდ იმ პაციენტებს უტარდებათ, რომლებსაც გრიპის სიმპტომებთან ერთად აქვთ სხვა ქრონიკული პათოლოგიები და გართულებების განვითარების მაღალ რისკ-ჯგუფში შედიან.

ეპიდემია ჯერ არ გამოცხადებულა, რადგან რეგისტრირებულ პაციენტთა რიცხვს არ მიუღწევია ეპიდემიის მაჩვენებლისთვის. ეპიდემია იმ შემთხვევაში გამოცხადდება, როცა რაოდენობა 100 000 მოსახლეზე 500 ადამიანს გადააჭარბებს.

კლინიკაში გამოცხადებულია შიდა კარანტინი, რაც იმას ნიშნავს რომ გაუქმდა პაციენტთა ნახვის საათები. დაშვებულია მხოლოდ ერთი თავმდგმური, გარედან შემოსულ ადამიანებს არ აქვთ პაციენტის ნახვის უფლება.

მინდა ყველა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ დაავადება მიდის, როგორც ჩვეულებრივი გრიპი, გართულება გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა პაციენტს აქვს თანმხლები ქრონიკული დაავადება.

მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს. დაავადების მსუბუქად მიმდინარეობისას კი შეგიძლიათ მიიღოთ სითხეები და სიცხის დამწევი პრეპარატები, ანუ აუცილებელია დეზინტოქსიკაცია და ტემპერატურის მართვა.

დაავადებისგან თავდაცვის მიზნით კი დაიცავით ჰიგიენის წესები – ხშირად იბანეთ ხელები საპნით, ერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, ატარეთ პირბადე.