News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ექსპერტი ექიმებს ურჩევს, დაამშვიდონ პაციენტები. რა თქმა უნდა, ეს ცრუ იმედის მიცემას არ გულისხმობს. მაგრამ ზოგჯერ პაციენტი უკეთ ხდება, როცა ექიმი სთხოვს მას, არ ინერვიულოს.

სხივური და ქიმიოთერაპიის ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა ტკივილი, თავბრუხვევა და მეხსიერების გაუარესება, პაციენტის მოლოდინზეა დამოკიდებული. მეცნიერს მიაჩნია, რომ შიში და მოლოდინი ნერვულ სისტემაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

პროფესორი ოლსენი აღნიშნავს, რომ, კიდევ ერთი გამოკვლევის მონაცემების თანახმად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე პაციენტები ხშირად გაცილებით უკეთ გრძნობდნენ თავს მეგობრულად განწყობილ, ყურადღებიან და თავდაჯერებულ ექიმთან საუბრის შემდეგ. იმ პაციენტების თითქმის ორი მესამედი, რომლებსაც ექიმმა უთხრა, რომ მას ამ სინდრომის მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვს და რომ ნემსების ჩხვლეტით თერაპია მკურნალობის ეფექტური მეთოდია, სამ კვირაში უკეთ გახდა. არადა, ჩხვლეტით თერაპია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს უსარგებლოა. ექსპერტი იმასაც ამტკიცებს, რომ ექიმის წამახალისებელი სიტყვები პაციენტის ტვინში რთავს იმ უბანს, რომელსაც ტკივილთან გამკლავება შეუძლია.

შტოშის წვენი ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს

ამერიკელი მეცნიერები ინსულტის რისკის შესამცირებლად დღეში ორი ჭიქა შტოშის წვენის მიღებას გვირჩევენ. შტოში უხვად შეიცავს სასარგებლო ნაერთებს პოლიფენოლებს, რომლებიც მთელი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციობას უზრუნველყოფს.

ამერიკელ მეცნიერთა მიერ ჩატარებულ კვლევაში 56 ადამიანი მონაწილეობდა. ერთი ჯგუფი ყოველდღიურად სვამდა ორ ჭიქა შტოშის წვენს, მეორე კი წვენის ნაცვლად პლაცებოს იღებდა. ექსპერიმენტის დასაწყისში და დასასრულს მეცნიერებმა მოხალისეებს გაუზომეს სისხლის წნევა, სისხლში შაქრის, ლიპიდებისა და ანთებითი ცილების დონე. შტოშის წვენის ყოველდღიური მიღების 8 კვირის შემდეგ ცდისპირებთან ინსულტის რისკი 15%-ით შემცირდა, ხოლო გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებებისა - 10%-ით.

ამერიკელი მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ პოლიფენოლები გულის კუნთს ასაკობრივ ცვლილებებთან გამკლავებაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ შტოში პოლიფენოლების შემცველობით ლიდერია. ეს ნაერთები მასში უფრო მეტია, ვიდრე მოცვში, ყურძენში, ვაშლსა და ალუბალში.