მობილურმა მოწყობილობებმა შესაძლოა სიბრმავე გამოიწვიოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მობილურმა მოწყობილობებმა შესაძლოა სიბრმავე გამოიწვიოს

დაფიქსირებულია სიბრმავის ორი შემთხვევა. ორივე  მათგანი ქალბატონია. როგორც ცნობილი გახდა, ერთ-ერთი ძილის წინ მარცხენა თვალით საათობით უმზერდა მობილური მოწყობილობის ეკრანს, მარჯვენა თვალი კი ბალიშით ჰქონდა დაფარული. შედეგად დაზარალდა სწორედ მარცხენა თვალი.

მეორე ქალბატონი ეცნობოდა სიახლეებს, როგორც კი ეღვიძებოდა გამთენიისას. ინფორმაციას ისიც ერთი თვალით კითხულობდა. შედეგად ერთი თვალის ბადურა ადაპტირდა (შეგუება განიცადა) სიბნელესთან, მეორისა კი სინათლესთან, რომელიც კაშკაშა ეკრანიდან ირეკლებოდა. ბადურა საზოგადოდ, უჭკვიანესი მექანიზმია, რომელიც მუდმივად გადაეწყობა ხოლმე ცვლადი პირობების შესაბამისად.

სიტუაციაში გასარკვევად მეცნიერებმა ქალებს სთხოვეს მოწყობილობებისთვის მხოლოდ მარცხენა თვალით შეეხედათ, შემდეგ მხოლოდ მარჯვენათი. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი თვალი გარკვეული დროით დაბრმავებული იყო. ეს იყო ის თვალი, რომელიც ეკრანს უმზერდა.

მეცნიერთა დასკვნები სხვა ექსპერიმენტებითაც გამყარდა - ადამიანი ბნელ ოთახში შედიოდა ცალთვალდახუჭული, უმზერდა მობილურის კაშკაშა ეკრანს 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თიშავდა ტელეფონს. შედეგად თვალი, რომელიც ეკრანს უცქერდა, სინათლის ცვლილებისადმი ცუდად ადაპტირებდა.

ასე რომ, ნუ შეუქმნით საფრთხეს მხედველობას!

თინათინ გოცაძე