აშშ-ში ანტიბაქტერიული საპონი აკრძალეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აშშ-ში ანტიბაქტერიული საპონი აკრძალეს

აშშ-ის კვების პროდუქტებისა და სამკურნალო საშუალებების კონტროლის სამმართველომ (FDA) ანტიბაქტერიული საპნისა და ტანის გელის გაყიდვა აკრძალა, რადგანაც მათში შემავალი კომპონენტების ხანგრძლივი და რეგულარული გამოყენება უსაფრთხო არ არის და ამავდროულად არაეფექტურია.

საუბარია 19 ნივთიერებაზე, რომელთა შორის ანტიბაქტერიული საშუალებების მეტად პოპულარული კომპონენტები ტრიკლოზანი და ტრიკლოკარბანია. ჯერჯერობით აკრძალულია მხოლოდ საპნისა და შხაპის გელის რეალიზაცია, ხელის სადეზინფექციო ხსნარებსა და ანტიბაქტერიულ ხელსახოცებზე საუბარი არ არის.

სახელმწიფო საექსპერტო ცენტრის (Center for Drug Evaluation and Research) ხელმძღვანელი ჯანეტ ვუდკოკის განმარტებით, მყიდველების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ანტიბაქტერიული საპონი, ჩვეულებრივ საპონთან და წყალთან შედარებით, გაცილებით ეფექტურად უმკლავდება ბაქტერიების გამრავლებას. თუმცა ეს ფაქტი მეცნიერულად ვერ დასტურდება. სინამდვილეში ზოგიერთმა ანტიბაქტერიულმა კომპონენტმა შეიძლება ორგანიზმს ზიანიც კი მოუტანოს.

მწარმოებლებს, რეცეპტურის შესაცვლელად და აკრძალული ინგრედიენტების ამოსაღებად ერთი წლის ვადა მიეცათ. თავის მხრივ, მწარმოებლები დამატებითი კვლევის ჩატარებას გეგმავენ, რომელიც დაადასტურებს ანტიბაქტერიული საშუალებების ეფექტურობასა და უსაფრთხოებას.

სამეცნიერო პუბლიკაციებში ნათქვამია, რომ ტრიკლოზანის შემცველი საპნის რეგულარულმა ხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს წამლისმიერი მდგრადობის მქონე ბაქტერიების გავრცელება. ის, რომ ანტიბაქტერიული საპონი ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჩვეულებრივი, მეცნიერულად ვერ დამტკიცდა.

ლალი ჩხიკვაძე