შემოდგომა – ზამთარი: სურდოს, გაციებისა და ალერგიის სეზონი. როგორ შევხვდეთ მომზადებულები მას? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შემოდგომა – ზამთარი: სურდოს, გაციებისა და ალერგიის სეზონი. როგორ შევხვდეთ მომზადებულები მას?

გარდა ამისა, ინფორმაციას ზღვის წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ ვპოულობთ ავიცენას ნაშრომებშიც. ის აცხადებდა, რომ ჭრილობები და წყლულები სწორედ ზღვის წყლით უნდა დამუშავებულიყო. დღეს ზღვის წყლის აქტუალობა უფრო და უფრო მატულობს, იხმარება როგორც ინფექციური და ვირუსული რინიტების, ასევე ალერგიის დროს. ალერგიული რინიტის დროს ზღვის წყალი ალერგენის ცხვირის ღრუს ლორწოვანიდან ჩამორეცხვას უზრუნველყოფს.

დღესდღეობით საქართველოს აფთიაქებში ყველგან შეიძლება ნახოთ უამრავი სახეობის ზღვის წყალი, რომელიც ცხვირის ღრუს მოსავლელად და სურდოს სამკურნალოდ არის რეკომენდებული. ზღვის წყლის სამკურნალო ეფექტი უდავოა, მაგრამ მნიშვნელოვანია, სამკურნალო საშუალება სწორად ავირჩიოთ. პრეპარატის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ პრეპარატის ხარისხს - მწარმოებელ ქვეყანას, რომელიც, ცხადია, უმჯობესია ევროპული იყოს. გარდა ამისა, პრეპარატს უნდა ჰქონდეს ფორმების მრავალფეროვნება, მომხმარებელსაც და ექიმსაც პრეპარატის საჭირო ფორმის შერჩევის საშუალება უნდა მიეცეს - წვეთებს მიანიჭონ უპირატესობა თუ სპრეის. ამასთანავე, სპრეის ნაკადები, თავის მხრივ, განსხვავდება ერთმანეთისგან შიგთავსის გამოფრქვევის წნევის მიხედვით (შხაპი, რბილი შხაპი, ნაკადი). გარდა ამისა, ზღვის წყალი უნდა ავირჩიოთ მასში შემავალი მარილების პროცენტულობის მიხედვით. ხსნარებს, რომლებიც 0,9% მარილს შეიცავს, იზოტონურს ვეძახით და ძირითადად გამოსარეცხად და ცხვირის ღრუს გასასუფთავებლად - სანაციისთვის გამოიყენება, მაშინ როდესაც მარილის მაღალი შემცველობის ხსნარები, გარდა გამორეცხვის ეფექტისა, გვაძლევს შეშუპების მომხსნელ ანუ გამხსნელ (გაჭედილობის მოხსნის) ეფექტს, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორსულებსა და ორ წლამდე ბავშვებში, როდესაც სხვა სამკურნალწამლო საშუალებების დანიშვნა უკუნაჩვენებია.

ზღვის წყალი შეიცავს ბევრ საჭირო მინერალს, რომლებიც უზრუნველყოფს ცხვირის ლორწოვანის ნორმალურ ფუნქციონირებას, აძლიერებს მის ბარიერულ ფუნქციას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზღვის წყალში აღმოჩენილია 72 ქიმიური ელემენტი (მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი, ჟანგბადი, თუთია, იოდი, ქლორი, ბრომი, ფთორი, გოგირდი, ნატრიუმი, სილიციუმი და ა.შ). ზღვის წყალი ეწინააღმდეგება ცხვირის ლორწოვანის სიმშრალეს, ასუფთავებს მას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ქსოვილებში. მიკროელემენტების საერთო რაოდენობა დამოკიდებულია წყლის აღების ადგილზე. ჩვენს ბაზარზე შემოვიდა ახალი პროდუქტი აქვალორი (YS Lab, საფრანგეთი), რომელიც გამოირჩევა ფორმების მრავალფეროვნებით (წვეთები, სხვადასხვა სახის სპრეი, იზოტონური და ჰიპერტონიული ხსნარები, ყელის ფორმა და ფორმა ცხვირისთვის გვირილისა და ალოეს დანამატით. ყველასთვის კარგად არის ცნობილი ამ ორი მცენარის ანთების საწინააღმდეგო თვისებების შესახებ). გარდა ამისა, ზღვის წყალს აქვალორისთვის იღებენ სენ-მიშელის მთის ყურის - ატლანტიკის ოკეანის ტერიტორიული წყლებიდან, რომელიც გამოირჩევა ზღვის ტალღების ძლიერი მოქცევით, რითაც აიხსნება ზღვის წყლის განსაკუთრებული სისუფთავე და ჟანგბადით გაჯერების მაღალი ხარისხი. ზღვის წყალი მოთავსებულია ალუმინის ასეპტიკურ (სტერილურ) პაკეტში, რომელიც გამოყენების ბოლომდე ინარჩუნებს სტერილურობას. აქვალორის ხარისხი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. საინტერესოა, რომ მწარმოებელი სთავაზობს მომხმარებელს საიტს რუსულ ენაზე, სადაც ხელმისაწვდომია მარტივი და სახალისო ტესტი (http://www.aqualor.ru/test.html), რომლის მეშვეობითაც ადვილად გავარკვევთ, აქვალორის რომელი ფორმაა საჭიროა ამა თუ იმ შემთხვევაში, რადგან სურდო, რინიტი, ცხვირის გაჭედვა შეიძლება განსხვავებულად მიმდინარეობდეს, შესაძლოა იყოს სეზონური, რაც დღეისთვის საკმაოდ აქტუალურია (პოლინოზი), ბაქტერიული, ვირუსული, ბანალური გაციებით გამოწვეული...

აქვალორის გამოყენება საპროფილაქტიკოდაც შეიძლება მთელი ეპიდემიური სეზონის განმავლობაში, როგორც პირადი ჰიგიენის საშუალება, ბაქტერიების, ვირუსებისა და ალერგენების ცხვირის ღრუს ლორწოვანიდან ჩამოსარეცხად.

ამგვარად, ზღვის წყალს უნიკალური სამკურნალო და საპროფილაქტიკო თვისებები აქვს, საკმარისია გამოვიყენოთ მისი საჭირო ფორმა შესაბამისი მდგომარეობისას.

R