რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
UNICEF - ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა
UNICEF - ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017“ თანახმად, შინამეურნეობებისთვის გაუმჯობესდა საბაზისო სერვისებზე, მათ შორის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. კვლევის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იყო იმის საფუძველი, რომ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი თანადაფინანსების გზით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჯანდაცვასთან დაკავშირებული სერვისები ხელმისაწვდომი გახდა.

კვლევის თანახმად, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რამაც ასახვა ჰპოვა სერვისების გამოყენების დონის ზრდასა და მასზე გაწეული ხარჯების ზრდაში. ჯანდაცვის პროგრამების შედეგად მოსახლეობის დიდ ნაწილს მიეცა შესაძლებლობა ისარგებლოს აღნიშნული სერვისებით, რაც თავის მხრივ ზრდის ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯებს.

აღსანიშნავია, რომ 2017
წელს, 2013 წელთან შედარებით, 2.7%-დან 18.2%-მდე გაიზარდა იმ შინამეურნეობების ხვედრითი წილი, ვინც რეგულარულ სამედიცინო შემოწმების სერვისით სარგებლობდა. გაზრდილია სხვა სამედიცინო სერვისების გამოყენების მაჩვენებლებიც, მათ შორის ჰოსპიტალური მომსახურება 4.4 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე; ქირურგიული ოპერაციები - 3,6 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე, ორსულობის მონიტორინგი - 1.8 პროცენტიდან 2.3 პროცენტამდე.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თბილისში სოსისის, სარდელის, "სუჯუკის" და სხვა ძეხვეულის ფალსიფიცირების ფაქტები გამოვლინდა, ამოღებულია
ფილარმონიასთან გუშინ დაჭრილი 16 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. როგროც "ინტერპრესნიუსს" ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს,
რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, #14 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 წლის ბავშვი დაჭრეს.
25-27 ივნისს, ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავა, რომელიც ტყუპ და-ძმას
როგორც "მკურნალი.გე"-ს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საკვალიფიკაციო
22 ივნისი 2018
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
25 ივნისი 2018
კომფორტული წნევა ყველასთვის ინდივიდუალურია. ერთისთვის იდეალურია სტანდარტული 120/80, მეორესთვის
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის