კალიფორნიაში უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვეს
კანონის თანახმად, ადამიანებს, რომლებიც 6 თვეზე დიდხანს ვეღარ იცოცხლებენ, სასიკვდილო პრეპარატების მიღება შეუძლიათ.
„ეს გადაწყვეტილება ცხოვრებას შეუმსუბუქებს ზოგიერთ პაციენტს, მათ ოჯახებსა და ექიმებს“, - განაცხადა კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა ხავიერ ბესერამ.
კალიფორნიის გარდა ევთანაზია უკვე ლეგალიზებულია ვაშინგტონის, ორეგონის, ვერმონტის, მონტანას, კოლორადოსა და ჰავაის შტატებში.