არის თუ არა საქართველოში საწვავი ტყვიით დაბინძურებული? - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
არის თუ არა საქართველოში საწვავი ტყვიით დაბინძურებული?
არის თუ არა საქართველოში საწვავი ტყვიით დაბინძურებული?
როგორც გატყობინებდით NDI-ს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში შემოსული საწვავის ტყვიით დაბინძურების
შესახებ განცხადებას ავრცელებს:

თორნტონის მოსაზრებას არ ეთანხმებიან ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში. მისი ხელმძღვანელი, ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ბაზარზე ტყვიის შემცველი საწვავი არ შემოდის და გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ქვეყანა აზერბაიჯანიდან ან სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი და დაბალი ხარისხის საწვავით მარაგდება, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი განმარტებით, ადგილობრივი ბაზარი მხოლოდ ევროპიდან მარაგდება.

"საქართველოში ბენზინის საწვავზე მთავრობის დადგენილების მიხედვით მოქმედი ხარისხობრივი ნორმები შეესაბამება
ევრო-5 სტანდარტს, ბენზინის საწვავის იმპორტი ხდება ევროკავშირის ქვეყნებიდან; რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან. წლებია, არ ხდება ბენზინის იმპორტი თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან, ვინაიდან იქ წარმოებული ბენზინი ვერ აკმაყოფილებს ჩვენი მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს საწვავის ხარისხობრივ ნორმებთან დაკავშირებით. ამაზე ჩატარებულია მრავალი კვლევა, - მათ შორის, გარემოს დაცვის სამინისტროსა და სხვადასხვა
ორგანიზაციების მიერ, სადაც არასდროს დაფიქსირებულა ტყვიის შემცველი ბენზინის არსებობა ჩვენს ქვეყანაში" - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

საქართველოში საწვავის იმპორტიორი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორის, ლევან გიორგაძის თქმით კი, მათ მიერ იმპორტირებული ყველა ტიპის ბენზინი და დიზელი, გარდა ნანო დიზელისა, ქვეყანაში შემოდის ევროპიდან და სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სტანდარტს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ მოსახლეობა არაა ინფორმირებული და არასწორ დასკვნებს აკეთებს. დავიწყოთ იმით, რომ უკვე წლებია, საქართველოში აზერბაიჯანიდან ბენზინი არ შემოდის. ეს შეგიძლიათ, საბაჟო დეპარტამენტთან ან სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან გადაამოწმოთ.

რაც შეეხება საქართველოში იმპორტირებულ ბენზინს, ძირითადად, ჩვენს ქვეყანაში ბენზინი შემოდის ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან და საბერძნეთიდან და აბსოლუტურად ყველა ტონა შემოტანილი ბენზინი შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტს გარემოს დაცვასთან მიმართებაში, - მათ შორის ტყვიასთან მიმართებაში. შესაბამისად, ზუსტად ის ბენზინი შემოდის, რომლითაც სარგებლობენ ევროკავშირის მოქალაქეები.


რაც შეეხება დიზელს, ის საერთოდ არ შეიცავს ტყვიას, - არც ევროპული, არც აზერბაიჯანული და არც აფრიკული დიზელი," - თქვა ლევან გიორგაძემ.

NDI-ს საქართველოს ოფისის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ლორა თორნტონი Facebook-პოსტთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, რადგან ეს მისი, როგორც შეწუხებული მშობლის პოზიციაა და ის პირად სივრცეში საკუთარი მოსაზრების გამოქვეყნებისას რაიმე ექსპერტულ კვლევას არ დაყრდნობია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2017 წლის მონაცემებით, დედაქალაქის ჰაერში ტყვიის შემცველობა 2008 წლის შემდგომ აღარ აჭარბებს დასაშვებ ზღვარს, ანუ 0.0003 მგ/მ³-ს.

რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჭHO) გამოაქვეყნა 2018 წლის ანგარიში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის შესახებ. რეიტინგში საქართველო 70-ე ადგილზეა. გასულ წელს, აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო მე-4 ადგილზე მოხვდა, რაც, გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არაზუსტი მონაცემების ანალიზის და მოძველებული სტატისტიკის გამოყენებამ განაპირობა.
ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვების ორგანიზმში მძიმე მეტალის შემოწმებას იწყებს.
19-07-2018
"ენ-დი-აის" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა ტორნტონი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს,
13-07-2018
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას
06-07-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ადვოკატი დავით გირგვლიანი​ ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მალხაზ კობაურს აღარ დაიცავს.
ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, სმი­ტე­ბის ოჯა­ხის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მალ­ხაზ კო­ბა­ურს
პატრიარქი დღეს სამების საკათედრო ტაძარში შეუძლოდ გახდა და წირვის აღვლენა ვერ შეძლო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების სამების საკათრო ტაძარში წირვის დროს
სამწუხაროდ, სიმსივნური პათოლოგიის დიაგნოსტიკა უხშირესად ბოლო სტადიებზე, უკვე შორს წასულ
გარდაბანსა და მარნეულში შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ადამიანის დაკბენის ორი ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტებს
19 ივლისი 2018
ამერიკელმა კარდიოლოგებმა ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე მავნე პროდუქტი დაასახელეს. დიეტურმა
19 ივლისი 2018
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მეცნიერების დასკვნით, შვებულება ადამიანს განტვირთვაში ეხმარება, მაგრამ
თვალის ჩრდილი მაკიაჟის მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს უნივერსალური კოსმეტიკური პროდუქტია, რომელმაც
კუჭისა და ნაწლავის კიბოს განვითარების მომატებული რისკის შემცველია წითელი გადამუშავებული
გარდაბანსა და მარნეულში შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ადამიანის დაკბენის ორი ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტებს