ნანგრევებში მოყოლილ ერთ-ერთ მოზარდს ინგოროყვას კლინიკაში ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ნანგრევებში მოყოლილ ერთ-ერთ მოზარდს ინგოროყვას კლინიკაში ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება
ნანგრევებში მოყოლილ ერთ-ერთ მოზარდს ინგოროყვას კლინიკაში ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება
ნანგრევებში მოყოლილი სამი მოზარდიდან ორი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, 14 და 15 წლის ბიჭები შემთხვევის შემდეგ მათ კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანს, 14 წლის მოზარდს ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება, რადგანაც მესამე და მეოთხე მალა აქვს მოტეხილი.

რაც შეეხება მეორე მოზარდს, რომელიც 15 წლისაა, როგორც კლინიკაში განაცხადეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას შედარებით ნაკლები დაზიანებები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003
წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ.

„აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
რეპერი ბერა ივანიშვილი დაოჯახდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში თავად წერს და რჩეულის ფოტოსთან ერთად
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
კონგრესის ორგანიზატორია ფარმაცევტული კომპანია "ფარმაკინეზისი"
ლეონარდო და ვინჩის ცნობილი სურათი „მონა ლიზა“ არაერთხელ მოხვედრილა სხვადასხვა პროფილის
18 სექტემბერი 2018
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად