პაატა იმნაძე - შემოდგომის სეზონის დაწყებასთან ერთად, წითელა-წითურას ვირუსის გააქტიურებაა მოსალოდნელი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
პაატა იმნაძე - შემოდგომის სეზონის დაწყებასთან ერთად, წითელა-წითურას ვირუსის გააქტიურებაა მოსალოდნელი
პაატა იმნაძე - შემოდგომის სეზონის დაწყებასთან ერთად, წითელა-წითურას ვირუსის გააქტიურებაა მოსალოდნელი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შემოდგომის სეზონის დაწყებასთან ერთად მოსალოდნელია წითელა-წითურას ვირუსის გააქტიურება, ამიტომ მისი რეკომენდაციით, მოსახლეობამ აცრა უნდა ჩაიტაროს.

„საკმაოდ მშვიდი ზაფხული გვქონდა. ამ პერიოდთან დაკავშირებული დიდი ეპიდაფეთქებები, რომლებიც საკვებსა და წყალს უკავშირდებოდა, არ ყოფილა. იყო მცირე შემთხვევები, მაგრამ საბედნიეროდ, დიდი ეპიდაფეთქებები ქვეყანაში ზაფხულში არ ყოფილა.

რაც შეეხება შემოდგომას, ბავშვები ბრუნდებიან, ამიტომ პირველ რიგში მოსალოდნელია ისეთი დაავადებების გააქტიურება, სადაც გადადების მექანიზმი საკმაოდ აქტიურად მუშაობს, ეს არის წითელა-წითურა. წითელა ჯერჯერობით არ
გვაქვს, მაგრამ წითურა გვაქვს, ამიტომ გვაქვს ერთადერთი რჩევა, რომ მშობლებმა ბავშვის სკოლაში შეყვანამდე კიდევ ერთხელ კარგად უნდა ნახონ ბავშვის ვაქცინაციის ისტორია და თუ რამე ასაკობრივი ვაქცინა გამოტოვებული აქვს, აუცილებელად ჩაუტარონ”,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება რესპირატორულ დაავადებებს, პაატა იმნაძის განმარტებით, მათი გააქტიურება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის, თუმცა, დამოკიდებულია
ამინდზე.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რესპირატორული დაავადებები ძირითადად, შემოდგომის ბოლოს აქტიურდება.

„ვისაც ზამთარში გრიპის ეშინია, გრიპის ვაქცინაცია ოქტომბერში იწყება ხოლმე და ამ დროს უნდა ჩაიტარონ ის და არა იანვარსა და თებერვალში, როცა გრიპის სეზონი დაიწყება”, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
რეპერი ბერა ივანიშვილი დაოჯახდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში თავად წერს და რჩეულის ფოტოსთან ერთად
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
კონგრესის ორგანიზატორია ფარმაცევტული კომპანია "ფარმაკინეზისი"
ლეონარდო და ვინჩის ცნობილი სურათი „მონა ლიზა“ არაერთხელ მოხვედრილა სხვადასხვა პროფილის
18 სექტემბერი 2018
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად