ექიმის მოსაზრება: ნუ აქცევთ მარიხუანის მოხმარებას კარგ ტონად, შეცდომაა მარიხუანით თრობის შედარება ალკოჰოლთან - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ექიმის მოსაზრება: ნუ აქცევთ მარიხუანის მოხმარებას კარგ ტონად, შეცდომაა მარიხუანით თრობის შედარება ალკოჰოლთან
ექიმის მოსაზრება: ნუ აქცევთ მარიხუანის მოხმარებას კარგ ტონად, შეცდომაა მარიხუანით თრობის შედარება ალკოჰოლთან
იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, ლევან ფერაძე მარიხუანას მოწევის ლეგალიზების შესახებ საკუთარ მოსაზრებას ვრცელ პოსტში გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ეს არ უნდა წარმოვაჩინოთ, როგორც დიდი სიკეთე ქვეყნისთვის.

გთავაზობთ ექიმის პოსტს:

"თავს უფლებას მივცემ და საჯაროდ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა ცალსახად მიმაჩნია, რომ არანაირი ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების გამო ადამიანი ციხეში არ უნდა მოხვდეს. შეიძლება შეიქმნეს სხვადასხვა მექანიზმები, როგორიცაა: დაფინანსებული მკურნალობა. რესოციალიზაციის პროგრამები, გარკვეული თანამდებობების დაკავების უფლების შეზღუდვა და ა.შ. ოღონდ არა პატიმრობა.

რაც შეეხება კონკრეტულად მარიხუანის ლეგალიზაციას, თუ
შევთანხმდებით, რომ ეს უკვე დამდგარი ფაქტია, ნუ წარმოვაჩენთ ამას როგორც დიდ სიკეთეს ქვეყნისთვის. მარიხუანა ნარკოტიკია და მისი წარმოშობის გეოგრაფიის მიხედვით ხშირად საკმაოდ ძლიერი და ხანგრძლივი ზემოქმედების, ზოგჯერ ჰალუცინოგენიც. ინდივიდუალურად, იწვევს პანიკის და დევნის მანიის შეტევებს, რომლის დროსაც ადამიანი ხდება უმართავი და მისი სიცოცხლე შეიძლება სერიოზული
რისკის ქვეშ დადგეს. იწვევს ბრადიკარდიას და შესაბამისად, ორგანიზმის ზოგად იშემიას. ასევე დამტკიცებული ფაქტია, რომ მისი ხანგრძლივი მოხმარება ხდება თავის ტვინის ქერქქვეშა ბორცვების ატროფიის მიზეზი, რაც ნაადრევი სკლეროზით მთავრდება.

შეცდომაა მარიხუანით თრობის შედარება ალკოჰოლთან. ჯერ ერთი პურობისას იგივე ღვინის სმა ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილია და მეორეც – თუ დააკვირდებით, უმეტეს შემთხვევებში ქართველები უფრო მედეგნი არიან ალკოჰოლის მიმართ, ვიდრე იგივე სლავური წარმოშობის ადამიანები. ეს ევოლუციურად ჩამოყალიბებული გენეტიკური უპირატესობაა, დამტკიცებულია, რომ ჩენი ორგანიზმი გამოიმუშავებს გაცილებით მეტ ალკოჰოლდეჰიდროგენაზას. რომელიც ეფექტურად შლის ალკოჰოლს (შეჩვეული ჭირი).

ნუ აქცევთ მარიხუანის მოხმარებას კარგ ტონად. ნუ ეტყვით ახალგაზრდებს, რომ 2 დისერტაცია გაქვთ დაცული ნარკოტიკული თრობის დროს, ნუ წარმოაჩენთ მას წამლად, რომელიც ლამის ყველა დაავადებას კურნავს, არ გაუწიოთ პოპულარიზაცია იმ მცდარ მოსაზრებას, რომ იგი არ იწვევს მიჩვევას და არ ხდება უფრო ძლიერ ნარკოტიკზე გადასვლა. ეს – დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალორობაზე და მის ნებისყოფაზე.

კარგი იქნება, ახალგაზრდებმა ისიც იცოდნენ, რომ: მე, როგორც ერთ-ერთი დამსაქმებელი. თანაბარ პირობებში, სამუშაოდ, რა თქმა უნდა არამომხმარებელს ავიყვან.

წინ ბევრი განსაცდელი გველის. ახალი რეალობა თავის მსხვერპლს კიდეც მოითხოვს და კიდევაც მიიღებს.

P.შ.მე სკოლა 1978 წელს დავამთავრე მთაწმინდაზე. მაშინ ავღანეთიდან შემოსული "პლანი" გაცილებით ადვილად ხელმისაწვდომი იყო, ვიდრე ეხლა. ერთი ასანთის კოლოფი 5 მანეთი ღირდა. მერწმუნეთ, მარიხუანას ყველა "სიკეთე" საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. საუბედუროდ, მარიხუანიდან ოპიუმზე გადასული ბევრი მეგობარიც დავკარგე".
ამ ავტორის სხვა სტატიები
თარიღი : 12-09-2018
Kiwi
ენა გააჩუმე საბჭოთა გადმონაშთო. არავის აინტერესებს შენი აზრი.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში
11-09-2018
საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ
30-07-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
რეპერი ბერა ივანიშვილი დაოჯახდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში თავად წერს და რჩეულის ფოტოსთან ერთად
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
კონგრესის ორგანიზატორია ფარმაცევტული კომპანია "ფარმაკინეზისი"
ლეონარდო და ვინჩის ცნობილი სურათი „მონა ლიზა“ არაერთხელ მოხვედრილა სხვადასხვა პროფილის
18 სექტემბერი 2018
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად