რა არის ტუბერკულოზი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ტუბერკულოზი?

მკურნალობის არჩატარების შემთხვევაში ტუბერკულოზმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გართულებები და სიკვდილი.

როგორ გადაეცემა ტუბერკულოზი?

ტუბერკულოზის მიკობაქტერია ადამიანიდან ადამიანზე ჰაერის გზით გადაეცემა.

ინფიცირებული ადამიანი ტუბერკულოზის გამომწვევს გამოყოფს ხველის, ცემინების, სიმღერის და ლაპარაკის დროს და ქმნის საფრთხეს მჭიდრო კონტაქტში მყოფი ადამიანებისთვის.

მიკობაქტერიის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იმუნურმა სისტემამ, შესაძლოა, არ მისცეს მიკობაქტერიას გამრავლების საშუალება და განვითარდეს ე.წ. ლატენტური ტუბერკულოზი, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ერთ მეოთხედში გვხვდება. ამ დროს ადამიანს არ აღენიშნება ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და არ წარმოადგენს საფრთხეს სხვა ადამიანებისთვის. შემთხვევათა 5-15% -ში შესაძლებელია ლატენტური ტუბერკულოზი გადავიდეს აქტიურ ფორმაში.

რა დროს უნდა მივიტანოთ ეჭვი ტუბერკულოზზე?

ტუბერკულოზის სიმპტომები დამოკიდებულია მისი გამომწვევის ლოკალიზაციაზე და დაავადების ფორმაზე. ყველაზე ხშირად დაავადება ვლინდება გახანგრძლივებული ხველით (მშრალი ან პროდუქტიული), ტკივილით გულმკერდის არეში, ღამით ოფლიანობით, სისუსტითა და დაღლილობის შეგრძნებით, უმადობით, წონაში კლებით და ა.შ. აღნიშნული სიმპტომებიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაშიც კი უმნიშვნელოვანესია გავიაროთ ექიმის კონსულტაცია, რათა დროულად მოხდეს დაავადების აღმოჩენა, რაც განკურნების შანსს საგრძნობლად ზრდის.

როგორ ხდება ტუბერკულოზის დიაგნოსტირება და მკურნალობა?

ტუბერკულოზის დიაგნოსტირების ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდია Genexpert-ის სისტემით დიაგნოსტიკა. ეს მეთოდი საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონშია ხელმისაწვდომი. აღნიშნული მეთოდით ბიოლოგიურ მასალაში ტუბერკულოზის მიკობაქტერიის იდენტიფიცირება რამდენიმე საათშია შესაძლებელი. ამავე მეთოდით შესაძლებელია ტუბერკულოზის სამკურნალო ერთ-ერთი ძირითადი მედიკამენტის, რიფამპიცინის მიმართ რეზისტენტობის (მდგრადობის) შეფასება. Genexpert -ით კვლევისთვის გადამისამართება შეუძლიათ ოჯახის ექიმებს და ამისთვის სპეციალიზებულ კლინიკაში კონსულტაციის გავლა არ არის აუცილებელი. აღნიშნული საგრძნობლად ამცირებს დიაგნოსტიკის ვადებს და პოტენციური ინფიცირებულების კონტაქტს სხვა ადამიანებთან.

მკურნალობისთვის მოწოდებულია 6 თვიანი კურსი და იგი მოიცავს 4 სხვადასხვა ანტიტუბერკულოზური მედიკამენტის მიღებას. მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა უმნიშვნელოვანესია როგორც დაავადების დამარცხების, ისე მისი რეზისტენტული (გამძლე) ფორმის ჩამოყალიბების პრევენციისთვის,

რა გავლენა იქონია COVID-19 პანდემიამ ტუბერკულოზთან ბრძოლაში?

COVID-19 პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ტუბერკულოზთან ბრძოლის ეფექტურობას. გლობალური ფონდის ბოლო მონაცემებით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით მსოფლიოში:

  • 18% -ით შემცირდა ტუბერკულოზის მკურნალობის მოცვის მაჩვენებელი;
  • 19% -ით შემცირდა რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის მაჩვენებელი;
  • 13% -ით შემცირდა პრევენციული მკურნალობა ბავშვებში, რომლებიც ტუბერკულოზით ინფიცირებულ ადამიანებთან არიან მჭიდრო კონტაქტში;
  • 16% -ით შემცირდა აივ ინფიცირებული ადამიანების მკურნალობა ტუბერკულოზზე;
  • ტუბერკულოზის გამოვლენის და მკურნალობის მაჩვენებელი 35% -ით შემცირდა ბავშვებში.

2020 წელს, ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში პირველად გაიზარდა წინა წელთან შედარებით.

https://www.facebook.com/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98-End-Tuberculosis-1895758237378216

R