ბრონქო-მუნალი: შესაძლებელია თუ არა გაციების პრევენცია? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბრონქო-მუნალი: შესაძლებელია თუ არა გაციების პრევენცია?

პედიატრიაში სასუნთქი გზების ინფექციების ტვირთი ძალიან მაღალია როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. მიზეზები: 1) რესპირაციული ინფექციების მაღალი სიხშირე; 2) მაღალი ავადობა და პოტენციური გართულებების რისკი; 3) ჰიპერდიაგნოსტიკის ტენდენცია, განსაკუთრებით სტრეპტოკოკული ფარინგიტის და მწვავე ოტიტის შემთხვევაში; 4) ანტიბიოტიკების ჭარბი და არარაციონალური გამოყენება 5) ამ დაავადებების ზეგავლენა ჯანდაცვის და არაპირდაპირ სოციალურ ხარჯებზე.1

პედიატრიული კონსულტაციების თითქმის 50% გამოწვეულია სასუნთქი გზების ინფექციებით. მწვავ ერესპირაციული ინფექციები (მრი) ასევე დიდი ადგილს იკავებენ ლეტალობის სტრუქტურაშიც: მრი-სთან დაკავშირებული პედიატრიული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მერყეობს 23%-დან (ქვეყნებში ბავშვთა მაღალი სიკვდილიანობით) 15%-მდე (ქვეყნებში ბავშვთა დაბალი სიკვდილიანობით). 21-ე საუკუნის დასაწყისში მთელ მსოფლიოში 1,9 მილიონი ბავშვი გარდაიცვალა მრი-თ1

ამ ინფექციების უმრავლესობა (80-90%) გამოწვეულია ვირუსებით. გაურთულებელი ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, როგორც წესი, თვითგანკურნებადი პროცესია და არ საჭიროებს ანტიბიოტიკებს. თუმცა, შესაძლებელია რამდენიმე სახის ბაქტერიული გართულება განვითარდეს, როგორიცაა მწვავე ოტიტი, სინუსიტი, ბრონქიტი და პნევმონია.1

ანტიბაქტერიული რეზისტენტობის განვითარება და გავრცელება ჯანდაცვის გლობალური პრობლემაა. არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია, არასწორი დოზა და/ან ხანგრძლივობა მოქმედებს როგორც ანტიბიოტიკების რეზისტენტობაზე, ისე განაპირობებს გვერდით მოვლენებს და ზრდის ხარჯებს. აქედან გამომდინარე, ანტიბაქტერიული პრეპარატების რაციონალური გამოყენება მნიშვნელოვანი გამოწვევაა1.

მრის-ის მაღალი სიხშირე ჩვილ და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში აიხსნება: 1) რესპირაციული პათოგენების ზემოქმედების გაზრდით ბავშვთა აღზრდის დაწესებულებებში (საბავშვო ბაღი, სკოლა და ა.შ); 2) გარემოსფაქტორებით; 3) იმუნური სისტემის დეფექტებით.1

ბაგა-ბაღებში არსებული ხალხმრავალი გარემო ხელს უწყობს გამომწვევის კოლონიზაციას და მრი-ის გამომწვევი პათოგენების გავრცელებას, ამიტომ საბავშვო ბაღი მორეციდივე რესპირაციული ინფექციის განვითარების ერთ-ერთ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. რისკ-ფაქტორები მოიცავს ასევე პასიურ მოწევას, გარემოს დამაბინძურებლების ზემოქმედებას და ძუძუთი კვების არარსებობა, ოჯახურ მიდრეკილებას მორეციდივე და მძიმე დაავადების მიმართ.1

მორეციდივე რესპირაციულ ინფექციებს ასევე უკავშირდება იმუნური სისტემის დეფექტები. ნაჩვენებია, რომ მორეციდივე რესპირაციული ინფექციების (მინიმუმ სამი ეპიზოდი წელიწადში მინიმუმ 2 წლის მანძილზე) მქონე ბავშვების უმრავლესობას აღენიშნება სხვადასხვა ტიპის იმუნოგლობულინის დეფიციტი.1

იმის გამო, რომ რესპირაციული ინფექციების ადეკვატური დიაგნოსტიკა და გამომწვევის საწინააღმდეგო თერაპია ხშირად შეზღუდულია, პრიორიტეტულია სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების პრევენცია. დღეისათვის მორეციდივე რესპირაციული ინფექციების პროფილაქტიკის სტრატეგია მოიცავს: 1) მშობლის განათლებას; 2) იმუნიზაციას; 3) ქიმიოპროფილაქტიკას; 4) ქირურგიული ჩარევას 4) იმუნოსტიმულაციას.1

უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე მდიდარი კლინიკური გამოცდილება დაგროვდა ერთ-ერთი ასეთი პრევენციული, იმუნომასტიმულირებელი საშუალების - ბრონქო-მუნალის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ.3

ბრონქო-მუნალი სასუნთქი გზების მორეციდივე დაავადებების გამომწვევი რვა უხშირესი რესპირაციული ბაქტერიის(H.influenzae, Diplococcus pneumoniae, K. pneumoniae, Klebsiella ozaenae, Staphylococcus aureus, S. pyogenes, Streptococcus viridans და Moraxella catarrhalis) ლიოფილიზებული ექსტრაქტია.3

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევა მიუთითებს, რომ ბრონქო-მუნალი ასტიმულირებს როგორც ადგილობრივ იმუნურ პასუხს სასუნთქ გზებში, ისე ხელს უწყობს სისტემური (ზოგადი) იმუნური პასუხის განვითარებასაც. სწორედ ამიტომ ბრონქო-მუნალის გამოყენება ეფექტურია როგორც დაავადების მწვავე პერიოდში გამოჯანმრთელების დაჩქარების და გართულებების პრევენციის მიზნით, ასევე რესპირაციული ინფექციების პროფილაქტიკისთვის. პრეპარატის შეფასება გვიჩვენებს, რომ მისი სრული კურსით (30 დღე) მიღება განსაკუთრებით ეფექტურია იმ ბავშვებში, რომელთაც ზამთრის განმავლობაში მწვავე რესპირაციული ინფექციის სულ მცირე სამი ეპიზოდი აღენიშნებათ. ბრონქო-მუნალის მიღების შემთხვევაში მცირდება როგორც ზემო სასუნთქი გზების (ნაზოფარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, ფარინგიტი), ასევე ქვემო სასუნთქი გზების (ბრონქიტი, პნევმონია) ინფექციების მიმდინარეობის სიმძიმე, ავადობის ხანგრძლივობა, ეპიზოდების სიხშირე, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა, ანტიბიოტიკების მოხმარება, ბავშვთა ბაღში და სკოლაში ავადმყოფობის გამო გაცდენილი დღეების რაოდენობა. მკურნალობის სრული კურსის ჩატარების შემდეგ მწვავე რესპირაციული ინფექციების განვითარების რისკი მცირდება 48%-ით.3კვლევით4 დადგენილია, რომ ბრონქო-მუნალის გამოყენება ასევე ეფექტურია გრიპის ვაქცინაციის პარალელურად. იტალიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რესპირაციული ინფექციით ავადობა, ანტიბიოტიკების მოხმარება და სკოლის გაცდენილი დღეების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება პაციენტების იმ ჯგუფში, რომელიც გრიპის ვაქცინაციის პარალელურად იღებდა ბრონქო მუნალს იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთაც მხოლოდ გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ.4

საფრანგეთში ჩატარებულმა ფარმაკო-ეკონომიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მწვავე რესპირაციული ინფექციების პრევენციის მიზნით ბრონქო-მუნალის გამოყენებამ საშუალება მისცა ოჯახს წლის განმავლობაში დაეზოგა 303 ევრო.2

ასევე გასათვალისწინებელია, რომ დადებითი შედეგის მიღწევის ერთ-ერთი ხელშემწყობია პრეპარატის მიღების მარტივი წესი: ერთჯერ დღეში.3

ასე, რომ რესპირაციული ინფექციის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ გამოვიყენებთ ბრონქო-მუნალს - ევროპული წარმოების, ეფექტურ და უსაფრთხო პრეპარატს.3

1. Schaad U.B. Prevention of paediatric respiratory tract infections: emphasis on the role of OM-85. Eur Respir Rev 2005; 14: 95, 74–77.

2. Pessey JJ, Mégas F, Arnould B, Baron-Papillon F.Prevention of recurrent rhinopharyngitis in at-risk children in France: a cost-effectiveness model for a nonspecific immunostimulating bacterial extract (OM-85 BV), Pharmacoeconomics. 2003;21(14):1053-68.

3. Broncho-Vaxom - Oral Immunostimulating Drug. OM PHARMA, Geneva, Switzerland.

4. Susanna Esposito, Paola Marchisio, Elisabetta Prada, Cristina Daleno, Laura Porretti, Rita Carsetti, Annalisa Bosco, Valentina Ierardi, Alessia Scala, Nicola Principi. Impact of a mixed bacterial lysate (OM-85 BV) on theimmunogenicity, safety and tolerability of inactivated influenzavaccine in children with recurrent respiratory tract infection. 2014; G ModelJVAC 15238 1–7

GE1602431009

R