რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ზამთარია და კვლავ ვირუსები
ზამთარია და კვლავ ვირუსები
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის კლინიკური დირექტორის მოადგილე ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი ინფექციონისტი მალვინა ჯავახაძე.


მოსახლეობის ავადობა რესპირატორული და სხვადასხვა ინფექციებით განსაკუთრებით მატულობს წელიწადის ცივ პერიოდში. ამდროს ინფექციების 80%-ზე მეტი ვირუსებითაა გამოწვეული, მაშინ როდესაც ზაფხულში უმეტესად ბაქტერიულიინფექციები გვხვდება. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ყველას ებადება კითხვა:


რა არის ვირუსი და რომელ დაავადებას იწვევს?

ვირუსი (ლათ. “viruse” - შხამი) გარემოში ფართოდ გავრცელებული, მიკროსკოპული და არაუჯრედული აგებულების ნაწილაკია. ამიტომ სიცოცხლე და გამრავლება შეუძლია მხოლოდ სხვა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედებში. კერძოდ, იჭრება ადამიანის, ცხოველის ან მცენარის ორგანიზმში და იწვევს ბევრ საშიშ დაავადებას, ამიტომ განიხილება როგორც უჯრედის პარაზიტი. სადღეისოდ ცნობილია 3000-ზე მეტი სახეობის ვირუსი, მათგან ნახევარს ადამიანისათვის ზიანის მოტანა შეუძლია. ყველაზე ხშირი რესპირატორული ვირუსული ინფექციებია, რომელსაც იწვევს ათეულობით სახეობის ვირუსი (გრიპი, რინო, კორონა, ბოკა, პარაგრიპი, ადენო და სხვა). საქართველოში მე-40 კვირიდან შემდგომი წლის მე-16 კვირამდე ეს ვირუსები ცირკულირებენ და იწვევენ დაავადებებს, უპირატესად ბავშვებში. ამრიგად, თუ ბავშვი წლის განმავლობაში 6-7 ჯერ სიცხიანობს, ეს ითვლება ჩვეულებრივად და არა საგანგაშოდ, საჭირებს მხოლოდ ექიმის და მშობლის ყურადღებას.

ასევე ვირუსული წარმოშობისაა ბავშვთა ასაკის ინფექციების უმრავლესობაც (წითელა, წითურა, ჩუტყვავილა); ჰერპესვირუსული ინფექციები (მარტივი და გენიტალური ჰერპესი, ინფექციური მონონუკლეოზი); ჰეპატიტები (A-დან G-მდე); პაპილომა ვირუსული ინფექცია; ვირუსული გასტროენტერიტები (როტავირუსი, ნოროვირუსი).


როგორ და რა საშუალებით ვებრძოლოთ ვირუსულ ინფექციებს?

სამწუხაროდ, ხშირად ცხელების გახანგრძლივების და ინტოქსიკაციის დროს იყენებენ ანტიბიოტიკებს, თვლიან. რომ მხოლოდ ესენი ებრძვიან ინფექციებს. ვირუსზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. პირიქით, ახანგრძლივებს დაავადებას. გრიპის და გაციების დროს არ უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკი! ვირუსული ინფექციების დროს მკურნალობა სიმპტომურია და პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ეფექტურია არასპეციფიური ანტივირუსული თერაპია.


თქვენს პრაქტიკაში ყველაზე ხშირად რომელი არასპეციფიური (სხვადასხვა ტიპის ვირუსებზე მოქმედების) ანტივირუსული პრეპარატი გამოგიყენებიათ?

ბოლო რამოდენიმე წელია საკმაოდ ხშირად და ეფექტურად ვიყენებთ ინოზინ-პრანობექსს, რომელსაც აქვს ორმაგი მოქმედება: პირდაპირი ანტივირუსული და იმუნომოდულაციური. იგი უკავშირდება ვირუსით დაზიანებულ უჯრედს და აფერხებს მასში ვირუსების გამრავლებას. ასევე ააქტიურებს ადამიანის იმუნურ სისტემას სხვადასხვა რგოლის დონეზე და ასე ანადგურებს ვირუსებს. ხელს უწყობს ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას და შესაბამისად, დროულ გამოჯანმრთელებას ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინფექციების დროს.

საქართველოში ინოზინ-პრანობექსი შემოდის გროპრინოსინის (მწარმოებელი „გედეონ რიხტერი“,უნგრეთი) სახელწოდებით, როგორც საბავშვო სიროფის, ასევე აბების სახით. შესაბამისად გროპრინოსინი გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში(1 წლის ზემოთ). რაც მთავარია, არ ახასიათებს მიჩვევა, ორგანიზმზე უარყოფითად არ მოქმედებს და არ ვითარდება მის მიმართ რეზისტენტობა. გროპრინოსინისმიღება რეკომენდებულია და უსაფრთხო ცხელების ყველა ეპიზოდის დროს. ხშირად მოავადე და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში გროპრინოსინის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს ავადობის სიხშირეს.


რომელი ინფექციების დროს ინიშნება გროპრინოსინი?

მწვავე რესპირატორული ვირუსული (გრიპი, პარაგრიპი, რინოვირუსი, ადენოვირუსი) ინფექციები, წითელა, ჰერპესვირუსული ინფექციები (ინფექციური მონონუკლეოზი, მარტივი ჰერპესი-სახის, კანის, პირის ღრუს ლორწოვანის, ოფთალმოჰერპესი, ჩუტყვავილა, სარტყლისებრი ლიქენი), ადამიანის პაპილომავირუსი. ინიშნება, როგორც ნორმალური, ასევე დაქვეითებული იმუნური სტატუსით პაციენტებში.

გროპრინოსინი მიიღება
You must have Flash Player installed in order to see this player.
შიგნით ჭამის შემდეგ. შესაძლებელია დაღეჭვა ან წყალში გახსნაც. დოზა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე და დაავადების სიმძიმეზე, რომელიც განისაზღვრება ინდივიდუალურად. მწვავე პერიოდში ინიშნება 10-14 დღიანი, ხოლო გახანგრძლივებულ შემთხვევაში 1-6 თვიანი კურსი. გროპრინოსინი გამოიყენება, როგორც მკურნალობის, ასევე პროფილაქტიკის მიზნით. ოჯახში ან კოლექტივში ვირუსის არსებობის შემთხვევაში, გროპრინოსინი დაცვის საუკეთესო საშუალებაა ბავშვებსა და მოზრდილებში. მნიშვნელოვანია მკურნალობის დროული დაწყება (დაავადების 1-2 დღეს) და დანიშნულების სრულყოფილად შესრულება.

გროპრინოსინი კარგად გადაიტანება.

პრეპარატი არ გამოიყენება: 1 წლამდე ასაკში, ორსულებში, ლაქტაციის პერიოდში, შარდკენჭოვანი დაავადების და პადაგრის მქონე პირებში.

mkurnali.ge










R
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
დასრულდა 2017 წლის ეროვნული გამოცდები, თუმცა ჯერ არ დამცხრალა ვნებათაღელვა, რაც ამ პროცესს ახლავს ხოლმე თან.
ექიმების აზრით, თითოეულ კონკრეტულ ადამიანს შეუძლია ჯანმრთელობის ოპტიმალურ მდგომარეობას მიაღწიოს შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:

1. ცხოვრების აქტიური რეჟიმი. ფიზიკური დატვირთვის არარსებობა ადამიანს სიცოცხლის 4 წელს ართმევს.
თმის ღერების მთავარი სტრუქტურული ელემენტი და მათი ზრდის დამაჩქარებელი - ცილაა. შესაბამისად, თმის ზრდის სტიმულაციის მსურველებმა საკვები რაციონი ცილით უნდა გაამდიდრონ, რეგულარულად მიირთვან კვერცხი, თევზი, რძის პროდუქტები და ხორცი.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
წინათ მიაჩნდათ, რომ თერმოგენეზში ანუ სითბოს გამომუშავების პროცესში მთავარ როლს ასრულებს მაკროფაგები (სისხლის თეთრი უჯრედების გარკვეული სახეობაა).
კუნთოვან ქსოვილში არის ცილა, რომელიც ამცირებს უძილობისგან გამოწვეულ უარყოფით ეფექტებს. ექსპერიმენტულად დადასტურდა, რომ თაგვები კუნთებში BMAL1 ცილის მაღალი მაჩვენებლისას, უძილობის ეპიზოდის შემდეგ, უფრო ადრე აღიდგენდნენ ჯანმრთელობის მაჩვენებლებს.
დასრულდა 2017 წლის ეროვნული გამოცდები, თუმცა ჯერ არ დამცხრალა ვნებათაღელვა, რაც ამ პროცესს ახლავს ხოლმე თან.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის ზღვისპირა კურორტებზე კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევები გახშირდა. ამის გამო ბევრმა ტურისტმა უარი თქვა იქ დასვენებაზე
სკოლებში "ვაშლების დარიგების" კამპანია განათლების სამინისტროს პირველ ეტაპზე 90 ათასი ლარი დაუჯდება, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის მენეჯერმა მაია მუშკუდიანმა განუცხადა.
დღეიდან ძალაში შევიდა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" განხორციელებული ცვლილებები, რომლითაც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება და ასევე, ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა.
15 აგვისტო 2017
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის ზღვისპირა კურორტებზე კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევები გახშირდა. ამის გამო ბევრმა ტურისტმა უარი თქვა იქ დასვენებაზე
15 აგვისტო 2017
მეცნიერები სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ცხრა კოსმონავტს, რომლებიც ფრენის იმიტაციის პროგრამაში მონაწილეობდნენ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დაბალი იყო კოსმონავტების ყოველდღიურ რაციონში მარილის შემცველობა, მით ნაკლებად აწუხებდათ წყურვილის გრძნობა.
კბილების გათეთრების უამრავი რეცეპტი არსებობს სოდის, აქტივირებული ნახშირის, კალციუმის გლუკონატის და წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით. სტომატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს საშუალებები არა მარტო არაეფექტური, არამედ საშიშიცაა.
სპორტი მამაკაცებს უნაყოფობის დაძლევაშიც კი ეხმარება - ამ დასკვნამდე ირლანდიელი მეცნიერები რამდენიმე პრაქტიკული კვლევისა და თეორიული გათვლის შემდეგ მივიდნენ. როგორც მათ გაარკვიეს, მამაკაცებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ
ჭარბთმიანობის განვითარების მიზეზებზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობის საშუალებებზე გვესაუბრება ესმა ჯამასპიშვილი, ექიმი ენდოკრინოლოგი, ჰარბინის (ჩინეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე აფილირებული ჰოსპიტლის დოქტორანტი ენდოკრინოლოგიის განხრით.