რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ინტელექტის დონეს დედისეული გენები განსაზღვრავს
ინტელექტის დონეს დედისეული გენები განსაზღვრავს
მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ინტელექტის დონის მაკოდირებელი გენები ბავშვს დედისგან გადაეცემა. აღნიშნული გენები X ქრომოსომასთანაა შეჭიდული. მოგეხსენებათ, ქალებს ორი X ქრომოსომა აქვთ. პროფესორ ჯენიფერ დელგადოს განმარტებით, "ეს ინფორმაცია შეეხება ე.წ. განმაპირობებელ გენებს, რომლებიც "ირთვება და მუშაობს" იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრეობით დედისგან გადაეცა ბავშვს, ხოლო "ითიშება" იმ შემთხვევაში, თუ მამისგან აქვს ადამიანს მიღებული" (იუწყება The Global News).

საყურადღებოა ისიც, რომ გარკვეულ გავლენას ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე მამისეული გენებიც ახდენს. ისინი პასუხისმგებელია თავის ტვინის ლიმბური სისტემის ფუნქციობაზე, რომელიც განსაზღვრავს ემოციებისა და ინსტიქტების გამოვლენას, შიმშილის გრძნობას,
You must have Flash Player installed in order to see this player.
აგრესიულობას და სექსის მოთხოვნილებას. დედისგან მიღებული გენები კი აკოდირებს თავის ტვინის იმ უბანს, რომელიც პასუხისმგებელია აღქმისა და აზროვნების პროცესებზე, მეხსიერებასა და მეტყველებაზე.

თუმცა, ყველაფერი მხოლოდ გენებზეც არ ყოფილა დამოკიდებული. ჯერ კიდევ 10 წლის წინ მინესოტის შტატის ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ ბავშვები, რომლებსაც ძლიერ ახლო კავშირი აქვთ დედებთან, უკვე 2 წლის ასაკში თამაშობენ რთულ და აზრიან თამაშებს, აქვთ ძლიერი ნებისყოფა, მიზანმიმართულნი არიან და ნაკლებად ღიზიანდებიან პრობლემათა აღმოცენებისას. Gგარდა ამისა, ვაშინგტონელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დედისგან ძლიერი ემოციური მხარდაჭერისა და ყურადღების მქონე ბავშვებს ბევრად დიდი ზომის ჰიპოკამპი აქვთ. ეს უკანსკნელი კი თავის ტვინის ის უბანია, რომელიც სწავლაზე, ცოდნის დაგროვებასა და სტრესულ სიტუაციათა საპასუხო ფიზიოლოგიურ რეაქციებზეა პასუხისმგებელი.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მეცნიერების აზრით, ყოველდღიურად ჩაის მიღებისას დემენციის რისკი 50%-ით მცირდება. „დემენციის გენის“ არსებობისას კი ტვინში ტოქსიური ნადებების წარმოქმნის ალბათობა 86%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ შავი და მწვანე ჩაი ტვინისთვის ერთნაირად სასარგებლოა.
რედაქციაში ბევრი წერილი შემოდის, როდესაც მკითხველს აინტერესებს როგორ მოიშორონ კოჟრები. გეტყვით, რომ აფთიაქებში იყიდება კოჟრის (ე.წ. "მაზოლის") საწინააღმდეგო "პლასტირები". მის გამოყენებამდე უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანა, შემდეგ კარგად გაიმშრალოთ ის ადგილი, სადაც კოჟრი გაქვთ
იაპონია მოსახლეობის დღეგრძელობის კუთხით მსოფლიო ლიდერის პოზიციებს კარგავს. მას მალე სამხრეთ კორეა გადაასწრებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადახედა თავის პროგნოზებს და მნიშვნელოვანი ანალიზი გაუკეთა 35 განვითარებულ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
რუსთავში, კლინიკა ,,რუსთავში" მშობიარობის დროს 28 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. მშობიარე სამშობიაროში გამთენიისას მიიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მშობიარობის დროს სანაყოფე წყლებით მოხდა ემბოლიის განვითარება.
ცხვირიდან სისხლდენა საკმაოდ ხშირად გვხვდება სამედიცინო პრაქტიკაში, მსუბუქი ფორმიდან დაწყებული (მინიმალური სისხლდენა და თვითშეჩერება) მძიმე შემთხვევის ჩათვლით (უხვი სისხლის დანაკარგი).რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს პაციენტის სიცოცხლეს და საჭიროებს დროულ , კომპენტენტურ სამედიცინო ჩარევას. ყველაზე ხშირად ამ პრობლემას აწყდებიან -ოტოლარინგოლოგები და მოიხსენიებენ ტერმინით - ეპისტაქსისი, რომელიც ბერძნული წარმოშობის სიტყვაა (ბერძნ. ეპი ზედ, ზევიდან, სტაზო ჩამოვედინები).

როცა საუბრობენ მაფიის ბოსებზე, ხშირ შემთხვევაში მამაკაცებს გულისხმობენ, თუმცა არიან ქალები, რომლებიც კრიმინალურ ბანდებს მამაკაცებზე უკეთ მართავენ. არმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მაფიოზ ქალებს.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული მოქმედება (24 სთ-ში 3 ჯერ და მეტად) შეცვლილი კონსისტენციის განავლით (შეიცავს სითხეს, ლორწოს, იშვიათად სისხლს), საკმაოდ ხშირი სიმპტომია, განსაკუთრებით ბავშვებში.
მოსკოვში დააკავეს ე.წ. "სიკვდილის კგუფის"- "ლურჯი ვეშაპის" ერთ-ერთი ადმინისტრატორი, რომელიც 26 წლისაა
რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს პირველი სართულის ფანჯრიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვი გადავარდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა ნატო თოფურიამ განაცხადა, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
17 მაისი 2017
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
27 აპრილი 2017
მამაკაცები, რომლებსაც ქრონიკული შფოთვა აღენიშნებათ, 2-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან ონკოლოგიური დაავადებებით, ვიდრე ის პირები, რომლებსაც ფსიქიკური დარღვევები არ აწუხებთ. ამაზე მეტყველებს კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ მიღებული კვლევის შედეგები.
აშშ-ის რამდენიმე შტატში ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ დასაქმებულთა ნახევარზე (60 %-ზე) მეტი სამუშაო დღეების ყველაზე დიდ მინუსად მიღებულ სტრესს ასახელებს. გამოკითხულთა 25 %-ს მიაჩნია, რომ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას სამუშაო პირობები ახდენს.
ალკოჰოლის მოხმარება მრავალი დაავადების პროვოცირებას უწყობს ხელს. ეთანოლის გარდა, ალკოჰოლური სასმელების შემადგენლობაში შეიძლება სხვა მავნე ნივთიერებებიც იყოს. განსაკუთრებით საყურადღებოა, ზოგიერთი სახეობის სპირტიან სასმელში, შაქრის მაღალი შემცველობა, რაც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარებას იწვევს.
რეგულარულ ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანმრთელობის, ნერვული სისტემის განმტკიცების, ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, ყველამ კარგად იცის. ვარჯიშის მოყვარულ ფიზიკურად აქტიურ პირებს ბევრ გამორჩეულ ნიშანთან ერთად კუნთოვანი სისტემა და კანიც უფრო ჯანსაღი აქვთ.