ელექტრონული ნარკოტიკი თაობებს აავადებს! საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც სპეციალისტებს აშფოთებს! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ელექტრონული ნარკოტიკი თაობებს აავადებს! საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც სპეციალისტებს აშფოთებს!

ბავშვები იმდენად არიან დამოკიდებულნი სოციალურ ქსელებზე, რომ ვერ აიძულებენ საკუთარ თავს, ღამით მაინც გათიშონ მოწყობილობა და მშვიდად დაიძინონ. ეს სენი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვისაც არ გახლავთ უჩვეულო. არა და მათ ხომ განსაკუთრებულად უჭირთ დილაობით გაღვიძება. გამოუძინებლები კი ვერ ახერხებენ ყურადღების კონცენტრაციას გაკვეთილებზე.

ბრიტანელმა მკვლევარებმა გამოკვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ კვლევაში მონაწილე ყოველი მეათე პირი (11-დან 18 წლის ასაკის) დაძინებამდე მინიმუმ ერთი საათით მაინცაა ცხვირჩარგული მობილურ ტელეფონში. გამოკვლეულთა 45 %-მა აღიარა, რომ ღამით სპეციალურად იღვიძებს მობილური ტელეფონით მიღებული შეტყობინების შესამოწმებლად, ბიჭების 70 %-ი კი თურმე მუდმივად თამაშობს სხვადასხვა თამაშს მობილური ტელეფონით.

მშობლები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რა პრობლემის წინაშეა მათი შვილი, როგორ პათოლოგიურად არის დამოკიდებული მობილურ მოწყობილობაზე, რომ ზოგჯერ 100-მდე შეტყობინებას იღებს ღამის განმავლობაში. ბავშვები ხომ ჩაძირულნი არიან Facebook, WhatsApp, Snapchat და სხვა ქსელების უძლეველ გავლენაში. კომპანიები ყველა გზით ცდილობენ, მუდმივად ამყოფონ "თავიანთი მსხვერპლი" ახალი გზავნილების მოლოდინში. ბავშვები შფოთავენ და ნერვიულობენ იმის გამო, რომ ვერ შეძლეს ღამის განმავლობაში მობილური მოწყობილობის გადამოწმება.

მდგომარეობა საგანგაშოა! ელექტრონული ნარკოტიკი აავადებს თაობებს, ბავშვებს ერღვევათ ძილის პროცესი, შედეგად ენგრევათ ფსიქიკა, მეხსიერება, კონცენტრაციის უნარი და სხვა გონებრივი შესაძლებლობები. რაშია გამოსავალი?! სპეციალისტთა რეკომენდაციით, მშობლებმა ბავშვებს ან უნდა ჩამოართვან დაძინებამდე პლანშეტები და მობილური მოწყობილობები ან კიდევ შეუძინონ ისეთი მოდელები, რომლებითაც მხოლოდ შეტყობინებათა გაგზავნა და საუბარი იქნება შესაძლებელი, ვერ მოხერხდება ინტერნეტით სარგებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტრონული ნარკოტიკი დაღუპავს მოზარდს. მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ თავად მშობლებიც დამოკიდებულნი არიან ამ ნარკოტიკზე! ასეთ შემთხვევაში კი გამოსავალი არ ჩანს!

ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად აშფოთებს სპეციალისტებს!

თინათინ გოცაძე