ყველა დიდი საქმე ასე იწყება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველა დიდი საქმე ასე იწყება

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: თსსუ-ს რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები, ფარმაცევტულ დარგში დასაქმებული, უკვე შემდგარი და მომავალი თაობის ფარმაცევტები.

ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი, ჯგუფი "ინსაითი", სიმფონიური ორკესტრი - ღონისძიების მეორე ნაწილი სწორედ ამ მუსიკოსებმა გაფორმეს და განსაკუთრებული ემოცია შემოიტანეს დარბაზში.

mkurnali.geენრიკო ბერიძე - კოპანია "გეფა"-ს გენერალური დირექტორი: "განათლებამ და პროფესიონალიზმმა ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს ქვეყნის მომავლისთვის. მეწარმეებმა ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ მეტი ადამიანი დასაქმდეს და განვითარებული იყოს ეკონომიკა. დღევანდელი საღამო იმის დასტურია, რომ ორმხრივი, ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს ჩვენ თანამშრომლებთან. ამ ურთიერთობაში მთავარი გულწრფელობაა. თუ გულწრფელები და ღიები ვიქნებით ერთმანეთთან, უფრო კარგად დავინახავთ პრობლემებს და შევძლებთ სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას, რაც წარმატების მიღწევაში მეტად დაგვეხმარება."

დავით კილაძე - კომპანია "გეფა"-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი: "ღონისძიებამ შესანიშნავად ჩაიარა. გავიხსენეთ ის ფარმაცევტები, ვის მხრებზეც, ათწლეულის განმავლობაში გადაიარა ფარმაცევტულმა დარგმა საქართველოში. თვითონ საღამო იყო ძალიან ამაღელვებელი, უნიჭიერესი ქართველი შემსრულებლების და ძალიან კარგი მუსიკის თანხლებით. ყველაზე მთავარი და კარგი ისაა, რომ ასე იწყება მეგობრობა და საერთოდ, ყველა დიდი საქმე".

ნანა გორგასლიძე - თსსუ-ს პროფესორი; ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი: "ყველა სიახლეს მივესალმებოდი უწინაც და მივესალმები დღესაც. ამ 2 დიდი კომპანიის გაერთიანების შედეგად ის საზრუნავი და ძირითადი პრობლემები, რაც დგას დღეს ფარმაციის წინაშე, იმედია გონივრულ გადაწყვეტამდე მივა. მინდა მადლობა ვუთხრა ხელმძღვანელობას და ორგანიზატორებს, რომ ასეთი თბილი და კარგი საღამო გვაჩუქეს. ვუსურვებ მეტი და მეტი სასიკეთო საქმეები ეკეთებინოთ".

mkurnali.geნინო ქათამაძე - მომღერალი: "ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში 2251 ადგილია და დღეს ეს დარბაზი სავსე იყო თანამშრომლებით. იგრძნობოდა, რომ მთელი გუნდი აქ იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დარბაზი სავსეა, ზრუნავენ, ფიქრობენ შენზე. მოიფიქრეს, მოაწყვეს, მოიწვიეს ამდენი ადამიანი სცენაზე, გააკეთეს კონცერტი და ამ კონცერტს აქვს გაგრძელება. მაშასადამე, ამ ისტორიას ახლავს ძალიან დიდი პროფესიონალზმი. ფიქრი, ზრუნვა და მერე ამ ყველაფრის რეალიზება ნიშნავს იმას, რომ "გეფა" არის დიდი კომპანია და აქვს დიდი პრეტენზიები, პერსპექტივები და ხედვა. მე მას წარმატებას ვუსურვებ".

R