News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ადამიანის ტვინი ძალიან რთული ქსელია. მასში სინაფსებით ერთმანეთთან დაკავშირებულია ას მილიარდზე მეტი ნეირონი. მეცნიერებმა ხელოვნური ტვინის შესაქმნელად გამოიყენეს კანიდან მიღებული ღეროვანი უჯრედები. ისინი დაამუშავეს ვიტამინებით, საკვები ნივთიერებებით და ამის შემდეგ მოათავსეს ბიოგელში.

მეცნიერების მიერ გამოზრდილ ტვინს შეგრძნებებისა და გრძნობების ფორმირება არ ძალუძს. თუმცა ის გამოდგება სხვადასხვა დაავადების, მაგალითად, შიზოფრენიისა და აუტიზმის შესასწავლად.

შეგახსენებთ: ადრე ბლუმბერგის ჯანმრთელობის სკოლაში შექმნეს პატარა უჯრედული ბურთულა, რომელიც მოქმედებს როგორც მინიტვინი. ამ ბურთულას ნამდვილი ტვინის მსგავსად შეუძლია ელექტრონული სიგნალების ფორმირება და გაშვება.

სუპერბაქტერიებთან ბრძოლის ახალი მეთოდი

დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ანტიბიოტიკებისადმი გამძლე სუპერბაქტერიებთან ბრძოლის ახალი ეფექტური მეთოდი შეიმუშავეს. ბიოსენსორს და ხელოვნურად შექმნილ რნმ-ს შეუძლია განსაზღვროს, რომელი სატრანსპორტო ცილებია ბაქტერიის უჯრედულ მემბრანაში. ამ ცილებს გადააქვს სხვადასხვა ნივთიერება მემბრანის გავლით.

მკვლევრების თქმით, ბაქტერიებს სიცოცხლისთვის სხვადასხვა ნივთიერება ესაჭიროებათ. ზოგიერთს ისინი თავად გამოიმუშავებენ, დანარჩენს კი გარედან ღებულობენ. ახალი მეთოდის დახმარებით შესაძლებელია იმის გაგება, რომელი ნივთიერებები ხვდება ბაქტერიის უჯრედში სატრანსპორტო ცილებით. ასეთი ინფორმაციის ფლობით შეიძლება გარე ნივთიერებებთან ბაქტერიების მისაწვდომობის დაბლოკვა. ეს კი იწვევს ბაქტერიების სიკვდილს.

მაგალითად, Helicobacter pylori-ს (წყლულის გამომწვევი ბაქტერია) არ შეუძლია მისთვის აუცილებელი b1 ვიტამინის სინთეზირება. თუ შეიქმნება პრეპარატი, რომელიც ამ ვიტამინის უჯრედში მოხვედრაზე პასუხისმგებელი სატრანსპორტო ცილის მუშაობას დაარღვევს, მაშინ Helicobacter pylori-ს განადგურება შესაძლებელი გახდება.

მოწევა ორსულობისას და საკეისრო კვეთა საშიშია ბავშვის ფსიქიკისთვის

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მოწევა ორსულობისას და საკეისრო კვეთა საშიშია ბავშვის ფსიქიკისთვის. კერძოდ, ისინი ზრდიან ობსესიურ-კომპულსიური (ანუ აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი) დარღვევების განვითარების რისკს. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს აწუხებს აკვიატებული, მისდა უნებლიეთ აღმოცენებული აზრები და წარმოდგენები (ობსესია) და ცდილობს ამას გაექცეს აკვიატებული ქცევებით (კომპულსია). კაროლინის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გააანალიზეს 1973-1996 წლებში დაბადებული 2,4 მილიონი შვედის მონაცემები. მათ აკვირდებოდნენ 2013 წლიდან. კვლევაში მონაწილე 17305 ადამიანს გამოუვლინდა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა. დიაგნოზი ცდისპირებს საშუალოდ 23 წლის ასაკში უდგინდებოდათ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის განვითარების რისკფაქტორები. მაგალითად, მოწევა ორსულობის პერიოდში, ნაყოფის მენჯით წინმდებარეობა და საკეისრო კვეთა. აკვიატებულ მოქმედებათა რისკს ასევე ზრდიდა მშობიარობის მომენტში ნაყოფის დიდი ან მცირე წონა. მკვლევრები კვლევების გაგრძელებას აუცილებლად მიიჩნევენ.

მეცნიერებს ერთი ნაბიჯი აშორებს ახალი ანტიდეპრესანტის შექმნას

დეპრესიით დაავადებულ ბევრ ადამიანს არსებული ანტიდეპრესანტი არ შველის. ამიტომ სპეციალისტები ახალი, ეფექტური პრეპარატის შექმნას ცდილობენ და ერთი ნაბიჯიღა აშორებთ ამ საქმის კეთილ ფინალამდე. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ შექმნილ წამალს შეუძლია ძალიან სწრაფად განკურნოს ადამიანი დეპრესიისგან.

მეცნიერების თქმით, ახალი ანტიდეპრესანტი იმოქმედებს ტვინის გარკვეულ უბანზე. ამის წყალობით დეპრესიის სიმპტომები გაქრება. ადრე პიტსბურგის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ მეტაბოლური დარღვევების გამოვლენასა და ადეკვატურ მკურნალობას შეუძლია ანტიდეპრესანტებისადმი გამძლე დეპრესიით დაავადებულთა ეფექტური მკურნალობა.

მეცნიერები ერთი წლის განმავლობაში ცდილობდნენ მძიმე დეპრესიით დაავადებული მოზარდის (ჰქონდა სუიციდის რამდენიმე მცდელობა) განკურნებას. სწავლულებმა პაციენტს დაუდგინეს თავ-ზურგტვინის სითხეში ბიოპტერინის დეფიციტი. ბიოპტერინი არის ნეირომედიატორების სინთეზში მონაწილე ცილა. მოზარდს დეპრესიის სიმპტომები გაუქრა ბიოპტერინის დონის აღდგენისთანავე.

ამის შემდეგ მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა ანტიდეპრესანტებისადმი გამძლე დეპრესიით დაავადებული 33 ახალგაზრდა და 16 ჯანმრთელი ადამიანი. დეპრესიით დაავადებულთა 46%-ს გამოუვლინდა ნეირომედიატორის მეტაბოლიზმის დარღვევა. მკურნალობის შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ დეპრესიით დაავადებულ ყველა ცდისპირს შეუმცირდა დაავადების სიმპტომები, ზოგ მათგანს კი საერთოდ გაუქრა.