ვინ ისარგებლებს მედიკამენტებით უფასოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვინ ისარგებლებს მედიკამენტებით უფასოდ

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. დეტალების შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბრიფინგზე ისაუბრა.

მიზნობრივ ჯგუფებში შედიან: 0-5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები. მათი რაოდენობა 1 700 000-მდეა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მედიკამენტებზე წვდომა ექნებათ მხოლოდ იმ ბენეფიციარებს, რომელთაც სჭირდებათ.

ცვლილებების თანახმად, მიზნობრივ ჯგუფებს ემატებათ წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებთან, ენიჭებათ პრივილეგია ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო (შემავსებელი) პაკეტით. ამასთან, მიზნობრივ ჯგუფებს უნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა უცვლელად.

"სამი ეშელონი რომ წარმოვიდგინოთ - პირველი ეშელონია ის, რის გააქტიურებასაც ჩვენ ვაპირებთ. ეს არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრაქტიკულად ყველა დაავადებისთვის (მაღალი არტერიული წნევა, კორონალური დაავადება, გულის უკმარისობა) საჭირო მედიკამენტები. მეორე ეს არის დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო მედიკამენტები - ინსულინდამოკიდებულს ისედაც ვაძლევთ ინსულინს. შემდეგი ეს არის ბრონქიალური ასთმის სამკურნალო მედიკამენტები. შემდეგი არის ფილტვების ქრინიკული დაავადების სამკურნალო. ეს არის ოთხი მთავარი დიდი მოცულობის ქრონიკული დაავადება. ამ დაავადებების სამართავი მედიკამენტები იქნება პირველი ეშელონი, რასაც ჩვენ გავაჩენთ. ეს არის მედიკამენტების მოცულობა. შემდგომ უფრო გაფართოვდება. ეს ყველაფერი გავრცელდება მათზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. ეს იქნება სოციალურად დაუცველი მოსახლეობა - ასეთი მთლიანობაში მიმღები 700 000-მდეა. დეფინიცია მარტოხელა პენსიონერი ცალსახად განსაზღვრული არ არის, მაგრამ ჩვენ გვაქვს მონაცემები, თუმცა ყველა ასაკით პენიონერზე ეს ვერ გავრცელდება. როდესაც ჩვენ ბაზები ვნახეთ, 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი 3600 ასაკით პენსიონერს ჰქონდა. რა თქმა უნდა, მათ ჩვენ ვერ და არ დავეხმარებით ამ მედიკამენტების მიწოდებაში. ესენი იქნება სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და პენსიონერების ის ნაწილი, ვისაც რეალურად სხვა შესაძლებლობა არ აქვს. ამ მეტიკამენტებზე დიდი იმედი მაქვს, რომ ივნისისთვის ეს პროექტი ამუშავდება, იქამდე მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება, დღეს თუ ასაკით პენსიონერს ეხარჯება გასაშუალოებული 25-30 ლარი თვეში მედიკამენტების წილად, მათ ეს ყველაფერი სიმბოლური თანაგადახდის პროცენტით დარჩება, რომ არასაჭირო გამოწერები შეამციროს და თვეში მაქსიმუმ ერთი ლარი დაუჯდება ამ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, მაქსიმუმ ერთი ლარი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.