რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ვინ ვეღარ ისარგებლებს ერთდროულად საყოველთაო ჯანდაცვისა და კერძო სადაზღვევო პაკეტით
ვინ ვეღარ ისარგებლებს ერთდროულად საყოველთაო ჯანდაცვისა და კერძო სადაზღვევო პაკეტით
საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვისა და კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით ერთობლივად სარგებლობის პრივილეგია არ ექნებათ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. დეტალების შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბრიფინგი გამართა.

საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეების რაოდენობა, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატება 300 000-ს შეადგენს. მათ კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით სარგებლობის პრივილეგია არ ეძლევათ.

”მათ ექნებათ ასეთი არჩევანი: ან უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი, ან უნდა აიღონ კერძო სადაზღვევო პაკეტი. ორივეთი ერთად სარგებლობის უფლება, პრივილეგია, მათ არ მიეცემათ. საყოველთაო ჯანდაცვაში მათ არსებულ პაკეტში გარკვეული ცვლილებები მოხდება. ის არის საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანი, რომელმაც გარკვეული, მცირე დანახარჯი უნდა გასწიოს თავისი ჯანდაცვისათვის, რათა დაზოგილი თანხები გადავამისამართოთ მედიკამენტის კომპონენტში და მივცეთ მედიკამენტები მათ, ვისაც ეს ყველაზე უფრო მეტად სჭირდება", - განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი კატეგორიის მოქალაქე
You must have Flash Player installed in order to see this player.
საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტს აირჩევს, ურგენტული სტაციონარით სარგებლობის შემთხვევაში ის სახელმწიფოსგან მიიღებს 90 პროცენტიან დაფინანსებას, ხოლო თავად 10 პროცენტის გადახდა მოუწევს. გასულ წლებში სახელმწიფო ურგენტულ სტაციონარს 100 პროცენტით აფინანსებდა.

"გარდა ამისა, თუკი გეგმურ სტაციონარში რაიმე მკურნალობა ჯდება 1000 ლარზე ნაკლები, ასეთ შემთხვევაში ამ კატეგორიის პირებმა თვითონ უნდა გადაიხადონ ეს თანხა. ხოლო თუკი 1000 ლარს ასცდა, 1001 ლარიდან ზევით, მათზე უკვე განხორციელდება ის ლოგიკა, რითაც მუშაობს საყოველთაო ჯანდაცვა. გეგმურში ეს არის 70%-იანი გადახდა სახელმწიფოს მხრიდან, 30% მათ მიერ. ხაზს ვუსვამ, რომ მათ ვერ მიეცემათ პრივილეგია ისარგებლონ ორივეთი - შეინარჩუნონ საყოველთაო ჯანდაცვა და შეიძინონ ზედნაშენი”, - განმარტა დავით სერგეენკომ.

ამასთან, აღნიშნულ კატეგორიას ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამები უნარჩუნდება, ისეთი როგორიცა არის, მაგალითად, C ჰეპატიტის მკურნალობა, ინფექციური დაავადებები, ტუბერკულოზი, დიაბეტი, ინსულინდამოკიდება და სხვ.
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ცურვა განსაკუთრებით სასარგებლო და მნიშვნელოვანია მათთვის, ვისთვისაც სპორტის ძალისმიერი სახეობები უკუნაჩვენებია.
ექიმების რჩევით, კონდენციონერების გამოყენება მინიმუმამდე უნდა შევზღუდოთ. საქმე ეხება საშიშ ბაქტერიას - ლეგიონელას.
კომპანიის წამყვანი თანამშრომელი სამსახურში არ გამოცხადდა, თანაც არავისთვის დაურეკავს, რომ გაეფრთხილებინა კომპანიის ხელმძღვანელი.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
რამდენიმე თვეა ვებგვერდ mkurnali.ge-ის მომხმარებელი ქართული ბაზრისთვის სრულიად უნიკალურ მომსახურებას - ექიმის ონლაინ კონსულტაციას 5 ლარად იღებს.
თერჯოლაში, კლინიკა “თერჯოლამედში“ ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, ანა კაპანაძე საღამოს, 22:00 საათზე საოპერაციოდ შეიყვანეს, თუმცა მცირეწლოვანი ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა.
ფიტოთერაპევტი ლელა გეჯაძე 2003 წლიდან ამზადებს ნაყენს, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს ამ ყველაფერზე ის თავად გიამბობთ.

“ჰერბალაიფი” არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც პირდაპირი გაყიდვების ინდუსტრიაში 1980 წლიდან ოპერირებს. ის ყიდის პროდუქციას, რომელიც დაბალანსებული კვებისთვის, წონის კონტროლისა და პერსონალური მზრუნველობისთვის არის საჭირო. “ჰერბალაიფის” პროდუქტები სპეციალიზებულ საკვებს, საკვებ დანამატებსა და კოსმეტიკურ პროდუქციას აერთიანებს.

სამკურნალო პრეპარატების ტვინში შესაღწევად იაპონელმა სპეციალისტებმა უნიკალური სპრეი შექმნეს. ის წარმატებით გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ჯანმრთელი ქსოვილებისთვისაც უსაფრთხოა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა G20 ლიდერებს ვირუსებთან ბრძოლისკენ მოუწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ჰამბურგში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტის წევრები ახალი, საშიში, გლობალური პანდემიის შესახებ გააფრთხილა.
20 ივლისი 2017
დილით უზმოზე, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, სასარგებლოა 1 ჭიქა წყლის მიღება. ეს პროცედურა მოამზადებს კუჭ-ნაწლავს შემდგომი დატვირთვისთვის, დააქვეითებს მადას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს და შლაკებს. დღის განმავლობაში სასურველია დალიოთ არანაკლებ 2 ლიტრი წყალი.
29 ივნისი 2017
კანადელი მეცნიერების განმარტებით, სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ასაკოვან ადამიანებთან ნეიროდეგენერაციული პროცესების განვითარებას აფერხებს.
ადამიანთა უმრავლესობას, გამოსასვლელ დღეებში სადილობამდე უყვარს ლოგინში კოტრიალი, რის შემდეგაც თავს დამძიმებულად და მოდუნებულად გრძნობს.
ამერიკელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ლუდი და არაქისი ვარჯიშის შემდეგ ადამიანს აღდგენაში ეხმარება. ინტენსიურმა ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობისთვის საშიში გაუწყლოება. ლუდისა და არაქისის მიღება ხელს უწყობს სითხის მარაგის შევსებას.
ამერიკელი ფსიქოლოგების განცხადებით, ინტერნეტის გავრცელებამ განსაკუთრებულად გაზარდა აზარტული თამაშების მიმართ მიდრეკილი ადამიანებს რიცხვი. საგანგაშოა ის, რომ ამ ადამიანებს უფრო მეტად აქვთ გამოხატული ემოციური დარღვევები