რა ფირმის მოტოციკლეტით დადის ექიმი ჰაუსი?- ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები ექიმი ჰაუსის შესახებ (ნაწილი პირველი) - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ფირმის მოტოციკლეტით დადის ექიმი ჰაუსი?- ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები ექიმი ჰაუსის შესახებ (ნაწილი პირველი)

რა თქმა უნდა, ამ სიაში პირველ ადგილზე გავიდა შეკითხვა ექიმი ჰაუსის ფეხის ავადმყოფობასთან დაკავშირებით. გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს.

-რა სჭირს ექიმ ჰაუსს ფეხზე?

-ჰაუსს იდიოსინკრეზული ინფარქტი დაემართა მარჯვენა ფეხზე. ინფარქტმა სისხლის მიმოქცევა შეაჩერა ფეხში, რამაც გამოიწვია მუხლის კუნთების დაღუპვა. ეს გახდა ექიმის ფეხის ძლიერი ტკივილების მიზეზი, რამაც მოგვიანებით წამალდამოკიდებულად აქცია ის.

-რა სპეციალობის არიან ექიმები სერიალში?

-გრეგორი ჰაუსი ნეფროლოგიისა და ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია, ექიმი ელისონ ქემერონი- იმუნოლოგი. ექიმი ერიკ ფორმენის სპეციალობაა ნევროლოგი, ექიმი რობერტ ჩეისი ინტენსიური თერაპიის სპეციალისტია. ჯეიმს ვილსონი ონკოლოგიური დეპატრამენტის ხელმძღვანელია, ხოლო ლიზა კადი საავადმყოფოს ადმინისტრატორია, სპეციალობით კი ის ენდოკრინოლოგი და მედიცინის დეკანია.

-რეალურად არსებობს თუ არა საავადმყოფო რომელშიც მოვლენები მიმდინარეობს?

-Princeton Plainsboro Teaching Hospital - საავადმყოფო, სადაც მოვლენები ვითარდება რეალურად არ არსებობს და ის გამოგონილია. შენობა, რომელშიც საავადმყოფოში მიმდინარე მოვლენები არის გადაღებული სინამდვილეში არ არის საავადმყოფო. იგი პრინსტონის უნივერსიტეტი კორპუსები და მისი მიმდებარე ტერიტორიაა.

-რამდენად ზუსტია სერიალში გამოყენებული მედიცინა და დიაგნოზები?

-სხვადასხვა ექიმების განცხადებით, სინამდვილეში სიუჟეტში ასახული საკმაოდ ბევრი ეპიზოდი შეიცავს სამედიცინო უზუსტობას და ბევრი მოვლენა არ შეესაბამება რეალობას.

- რომელი ფირმის მოტოციკლეტი ჰყავს ექიმ ჰაუსს?

-ექიმ ჰაუსს ჰონდას ფირმის მოტოციკლეტი ჰყავს. HONDA, CBR1000RR FireBlade Repsol Replica.

ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე #ჩაუჯექით "ექიმ ჰაუსს" GDS-ზე.