ნათლიმამობიდან - ნათლიდედობამდე - 5 სერიალი მაფიოზი ქალების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნათლიმამობიდან - ნათლიდედობამდე - 5 სერიალი მაფიოზი ქალების შესახებ

ამის კარგი მაგალითი კი სხადასხვა ქვეყნების სერიალებია. გთავაზობთ რამდენიმე სერიალს, რომლის მთავარი გმირიც ქალი მაფიოზია.

1. ბელა მაფია (Bella Mafia)- სოფია მაფიოზების ოჯახში თხოვდება, თუმცა ჯერ არ იცის მომავალი უბედურების შესახებ. მალე მის ქმარს და მთელი მისი ოჯახის მამაკაცებს დაპირისპირებული კლანის წევრები ამოხოცავენ. სოფია და ოჯახში დარჩენილი ქალები დაიფიცებენ, რომ შურს იძიებენ აღნიშნულ კლანზე.

2. სამხრეთის დედოფალი (Queen of the South) - თავისი მეგობარი მამაკაცის მკვლელობის შემდეგ მექსიკელი ტერესა მენდოსა იძულებულია გაიქცეს და თავი შეაფაროს ამერიკას. ის დალასში დამკვიდრების შემდეგ გადაწყვეტს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნარკოდილერი გახდეს, ამის პარალელურად კი შური იძიოს თავისი შეყვარებულის მოკვლისათვის.

3. წითელი ქვრივი (Red Widow) - მარტა დაქვრივების შემდეგ იგებს რომ მისი ქმარი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი იყო. ცოტა ხანში კი თავადაც ამ წრეში აღმოჩნდება, როდესაც მისი ქმრის მკვლელობისთვის შურის ძიებას გადაწყვეტს.

4. განგსტერების ცოლები (Mob Wives) - სტეიტენ-აილენდის მაცხოვრებელი ოთხი ქალი ერთობლივი ძალებით ცდილობენ შეინახონ ოჯახი, მანამ სანამ მათი ქმრები და მამები სასჯელს იხდიან კრიმინალური სამყაროს წევრობისთვის.

5. მაფიოზა (Mafiosa Le Clan Season)- მოკლული ბიძის კორსიკული მაფიის ბოსის ფრანკოს პაოლის სურვილის მიხედვით, კლანის იურისტი სანდრა პაოლი აღმოჩნდება კლანის სათავეში. საკუთარი ძმის ჟან-მიშელ პაოლის დახმარებით, ის სწავლობს, როგორ გაიტანოს თავი ძალადობით სავსე სამყაროში. მალე სანდრა საპატივსაცემო, თუმცა საძულველი პირი გახდება მამაკაცების, მკვლელობებისა და კრიმინალის სამყაროში.

ქართულ ენაზე დუბლირებული „მაფიოზას“ ყურება უკვე ქართველ მაყურებელსაც შეუძლია. #ჩაუჯექი "მაფიოზას" ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 21:00 საათზე GDS-ზე.