სეზონური ნაწლავური ინფექციები და მათი მკურნალობა - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
სეზონური ნაწლავური ინფექციები და მათი მკურნალობა
სეზონური ნაწლავური ინფექციები და მათი მკურნალობა
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული მოქმედება (24 სთ-ში 3 ჯერ და მეტად) შეცვლილი კონსისტენციის განავლით (შეიცავს სითხეს, ლორწოს, იშვიათად სისხლს), საკმაოდ ხშირი სიმპტომია, განსაკუთრებით ბავშვებში. 3 წლამდე ასაკის ბავშვებს წლის განმავლობაში დიარეის 1-2 ეპიზოდი მაინც აქვთ. დიარეა უხშირესად ნაწლავთა ანთების შედეგია, რომელსაც იწვევს ვირუსი, ბაქტერია ან პარაზიტი.

ნაწლავთა ანთებითი დაავადებები მთელი წლის განმავლობაში გვხვდება, მხოლოდ გამომწვევი მიკროორგანიზმებია სხვადასხვა. კერძოდ, წელიწადის ცივ დროს უფრო ხშირია ვირუსებით (როტავირუსი, ნოროვირუსი), ხოლო ზაფხულში ბაქტერიებით (სალმონელა, შიგელა, კამპილობაქტერი, კლოსტრიდია) გამოწვეული
ინფექციები.

ინფექციის გადაცემა ხდება დაინფიცირებული საკვებით, წყლით, ჭუჭყიანი ხელებითა და საგნებით. როგორც კი გამომწვევი მოხვდება კუჭში, პაციენტს ეწყება ღებინება (ეს სიმპტომი ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა მოიშოროს უცხო), შემდეგ გამომწვევი გადადის ნაწლავებში, სადაც გამოყოფს ტოქსინს და ხვდება სისხლში. ამ დროს აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მატება, განავალი თხელდება და
შემდეგ შეიძლება მარტო წყალს და ლორწოს შეიცავდეს.

ყოველივე ზემოთაღწერილი იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას. კლინიკური ნიშნები დამოკიდებულია გაუწყლოების ხარისხზე. პირველ ეტაპზე აღინიშნება წყურვილი და ნერწყვის შესქელება, შემდგომ უქვეითდებათ კანის ტურგორი(ქსოვილის ნორმალური ტონუსი), თვალები ჩაუცვივდებათ და შარდის გამოყოფა მცირდება.

მკურნალობა პირველივე ეტაპზე არის სითხეებით დატვირთვა: ელექტროლიტები უნდა მიიღონ მცირე ულუფებით და მთელი დღის განმავლობაში. თუ ღებინების და საერთო სისუსტის გამო სითხის მიღება ვერ ხერხდება და გაუწყლოება ღრმაა, საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.

ნაწლავური ინფექციების მკურნალობა, მიუხედავად გამომწვევისა, სიმპტომურია. დაავადების მიზეზების დადგენას სჭირდება სერიოზული და დროში გახანგრძლივებული კვლევები, რომელიც ძალიან ხშირად მკურნალობის ტაქტიკას მაინც არ ცვლის. ამიტომ მკურნალობის დაწყება აუცილებელია ოპერატიულად. მკურნალობას ვიწყებთ ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალებით, როგორიცაა ნიფუროქსაზიდი. იგი ნაწლავებში მოქმედებს პათოგენურ ბაქტერიებზე (როგორც გრ-, ასევე გრ+) და არ ანადგურებს საპროფიტულ (საჭირო ბაქტერიები) ფლორას. კუჭ-ნაწლავიდან არ შეიწოვება და მოქმედებს ადგილობრივად.

ნიფუროქსაზიდი გამოიყენება კვებითი ტოქსიკოინფექციების, მწვავე და ქრონიკული დიარეის დროს.

mkurnali.geჩვენს პრაქტიკაში ფართოდ ვიყენებთ ნიფუროქსაზიდს, სავაჭრო სახელწოდებით stopdiari (მწარმოებელი „გედეონ რიხტერი“, უნგრეთი). სტოპდიარის გამოყენება შესაძლებელია 2 თვის ასაკიდან. ამას ხელს უწყობს მისი სუსპენზიის ფორმით არსებობაც. სუსპენზიას აქვს ბანანის სუნი და ტკბილი გემო. პრეპარატი გამოდის 200 მგ კაფსულის და 100 მგტაბლეტის ფორმით.

სტოპდიარი არ ახდენს გავლენას ნაწლავების მოქმედების სიხშირეზე (როგორც მას ზოგჯერ შეცდომით მიაწერენ!). ეს არც არის რეკომენდებული ნაწლავური ინფექციის დროს. სტოპდიარი მოქმედებს ადგილობრივად გამომწვევზე და ორგანიზმიდან მის სწრაფ გამოდევნას უზრუნველყოფს. სტოპდიარის ეფექტი ვლინდება მიღებიდან პირველივე საათის განმავლობაში.

სტოპდიარის დოზირების სტანდარტული რეჟიმი ასეთია:

2 თვიდან 6 თვემდე ასაკის ბავშვებში - 100-200მგ 2-ჯერ დღეში, 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 200მგ 3-ჯერ დღეში, 7 წლიდან ბავშვებსა და მოზრდილებში - 200მგ 3-4-ჯერ დღეში.

დაწვრილებით ინფორმაციას დოზირებისა და მიღების წესის შესახებ გაეცანით პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი
სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის კლინიკური დირექტორის მოადგილე
ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი, ექიმი ინფექციონისტი მალვინა ჯავახაძე

R
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი 35 წლის ნატალია აბრამიშვილის ძმა ირაკლი
სამშობიარო სახლ „ნინოს“ დონის მინიჭებაზე უარი რამდენჯერმე ეთქვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის
შპს “ნინოდან” ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იქნა გადმოყვანილი, - ამის
სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სამშობიარო სახლ „ნინოში“ შესვლის თაობაზე
13 აგვისტო 2018
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
11 აგვისტო 2018
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
ახალგაზრდებს ხშირად აბრაზებთ უფროსი თაობის ამგვარი ფრაზები: “ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს”, “რა დროს შენი სიყვარულია” და ა.შ.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სამშობიარო სახლ „ნინოში“ შესვლის თაობაზე
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს: