თურქეთიდან საქართველოში სამი თვით კარტოფილის შემოტანა აიკრძალა
აიკრძალა. როგორც bpn.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ამის მიზეზი კარტოფილის კიბოს გავრცელების საშიშროებაა. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა.
დოკუმენტის მიხედვით, იმპორტის აკრძალვის მიზანი კარტოფილის კიბოს თავისუფალ ტერიტორიებზე გავრცელების თავიდან აცილებაა. მსგავსი დროებითი ღონისძიების ამოქმედებას ფიტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის მე-17 მუხლი ითვალისწინებს.
„ეს არის დროებითი, სამთვიანი ღონისძიება. მიზეზი კი არის ის, რომ კარტოფილის კიბო არ გავრცელდეს საქართველოში“, - განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.