მითები თამბაქოს მიტოვების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მითები თამბაქოს მიტოვების შესახებ

2. წონის მომატება გარანტირებულია

თუ სიგარეტის ნაცვლად თავს სასუსნავით შეიქცევთ, წონას ნამდვილად მოიმატებთ, მაგრამ ეს თამბაქოზე უარის თქმის კი არა, არასწორი კვების შედეგი იქნება.

3. გადაჩვევა ძვირია

ბევრი სიგარეტზე იმიტომ არ ამბობს უარს, რომ სამკურნალო პლასტირებისა და პრეპარატების გამოყენება ძვირი უჯდება. მოთვალეთ, რამდენს დაზოგავთ ამ მავნე ჩვევაზე უარის თქმის შემთხვევაში და დარწმუნდებით, რომ მკურნალობისთვის გაწეული ხარჯი გამართლებულია.

4. სიგარეტის შემცვლელები დაგეხმარებათ

უკანასკნელ ხანს გამოჩნდა სიგარეტის შემცვლელი უამრავი მოსაწევი საშუალება, რომლებიც თამბაქოს არ შეიცავს, მაგრამ მათი რეგულარული გამოყენებისას ორგანიზმში მნიშვნელოვანი რაოდენობის კანცეროგენური ნივთიერება გროვდება, ამიტომ მათ გამოყენებას არ გირჩევთ.

5. გამოცდილი მწეველებისთვის უარის თქმას აზრი აღარ აქვს

სიგარეტზე უარის თქმა არასოდეს არის გვიანი. სიგარეტის გარეშე გატარებული ერთი წელი 2-ჯერ ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ალბათობას. უკანასკნელი სიგარეტის მოწევიდან 20 წუთის შემდეგ ქვეითდება გულისცემა და არტერიული წნევა, 12 საათის შემდეგ - სისხლში ტოქსინების დონე, 2-3 თვის შემდეგ საგრძნობლად უმჯობესდება სისხლის ცირკულაცია და ფილტვების მუშაობა.

6. სიგარეტის გარეშე სტრესთან გამკლავება შეუძლებელია

თუ ადამიანს მიაჩნია, რომ თამბაქო მას სტრესის დაძლევაში ეხმარება, მასზე უარის თქმისას შინაგანი დაძაბულობა ნამდვილად მოიმატებს. ნიკოტინი თავისთავად სტიმულატორია, ამიტომ სტრესის მოხსნა მას არ შეუძლია. მწეველს შვებას ჰგვრის არა თამბაქოს წევა, არამედ აზრების მობილიზება მოწევის დროს.

7. იკლებს შრომის ნაყოფიერება

თამბაქოს წევა სწორედ რომ არ გვაძლევს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოყენების საშუალებას. ამასთან, მწეველები უფრო ხშირად ავადმყოფობენ და აცდენენ სამსახურს.

8. დაკარგავთ მეგობრებს

მართალია, სიგარეტზე უარის თქმისას მეგობრებთან ერთად შესვენებაზე თამბაქოს წევით ვეღარ “გაერთობით”, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენს ურთიერთობაში რაიმე შეიცვლება. გახსოვდეთ: ნამდვილი მეგობარი ყოველთვის მხარს დაუჭერს თქვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას, ამიტომ თამამად თქვით უარი იმაზე, რაც ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს!