რუბრიკები
ყმაწვილობისას მარიხუანას მოხმარება ტვინის განვითარებას აფერხებს
ყმაწვილობისას მარიხუანას მოხმარება ტვინის განვითარებას აფერხებს
ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ 16 წლამდე ასაკში მარიხუანას მოხმარებისას, ადამიანის ტვინი არასწორად იწყებს განვითარებას. ხოლო კანაფის მოწევა 16 წლის შემდეგ აჩქარებს ტვინის დაბერების პროცესს.

ეს დასკვანა გაკეთდა მარიხუანას მომხმარებელი 22 ადამიანის ტვინის ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული სკანირების ანალიზის საფუძველზე.მათგან 20 მონაწილემ
You must have Flash Player installed in order to see this player.
მარიხუანას მოხმარება 13-14 წლის ასაკიდან დაიწყო, ხოლო 2-მა მოგვიანებით, 17 წლიდან. მოხალისეების ასაკი ვარირებდა 21-დან 50 წლამდე.

ყველა მონაწილემ, რომელიც მარიხუანას ყმაწვილობისას მოიხმარდა, მისი მოწევა გააგრძელა ზრდასრულ ასაკშიც, კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც. კვლევამ აჩვენა, რომ იმ მოხალისეებს, რომელთაც მარიხუანას მოხმარება 16 წლამდე ჰქონდათ დაწყებული, აღენიშნებოდათ პრეფრონტალური ქერქის განვითარების შეფერხების ნიშნები. ტვინის ეს უბანი პასუხისმგებელია გადაწყვეტილებების მიღებაზე, დაგეგმარებასა და თვითკონტროლზე. ხოლო იმ პირებში, ვინც კანაფის მოხმარება 16 წლის შემდეგ დაიწყო, სპეციალისტებმა ტვინის დაბერების დაჩქარების ნიშნები აღმოაჩინეს.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები