რუბრიკები
"ნაბახუსევის სამკურნალო კლინიკა" ქეიფის მოყვარულებისთვის
"ნაბახუსევის სამკურნალო კლინიკა" ქეიფის მოყვარულებისთვის
ავსტრალიელმა ექიმებმა გახსნეს უნიკალური კლინიკა, სადაც პაციენტებს ნახევარ საათში ნაბახუსევის სინდრომისგან გათავისუფლებას ჰპირდებიან. კლინიკის დასახელებაა Hangover Clinic. კლინიკის მომსახურების ღირებულება იწყება 140 დოლარიდან. 30 წუთიანი სეანსის განმავლობაში პაცინეტს უკეთებენ წვეთოვან გადასხმას თავის ტკივილისა
You must have Flash Player installed in order to see this player.
და ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატებით, B და C ვიტამინებით და აძლევენ 1 ლიტრ სპეციალურ ხსნარს გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად.

200 დოლარად შეიძლება სეანსის 1 საათამდე გაგრძელება. ამ შემთხვევაში წვეთოვან გადასხმას ემატება ჟანგბადით თერაპია და კიდევ ერთი ლიტრი სითხე გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად. არის ასევე ცალკე VIP-ოთახი ჯგუფური თერაპიისთვის.

დამოუკიდებელმა ექსპერტებმა უკვე შეაფასეს კლინიკის დაარსება. მათი აზრით, მსგავსი დაწესებულება ადამიანებს სპირტიანი სასმელების მოხმარებისკენ უბიძგებს, თუმცა კლინიკის შემქმნელების პასუხი ასეთი იყო: "ჩვენ არ ვყიდით ალკოჰოლს, ჩვენთან არ მოდიან ლოთები, რომლებიც დაწესებულებებში სვამენ. ჩვენ ვმუშაობთ 6:00-დან 14:00-მდე, იმისათვის რომ ადამიანებმა დღის ნორმალურად გაგრძელება შეძლონ.


ლალი ჩხიკვაძე
2016-21-02/28/16
kaxeli
ჩვენთან გაცილებით იაფი ჯდება:მაგ საქმეს სჭირდება ერთი ულუფა ხაში და 200 გრ.ჭაჭა.მსურველებს შეუძლიათ გააგრძელონ მკურნალობა და აღნიშნულ დოზას გადააჭარბონ სურვილისამებრ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები