თირკმლის კენჭის დაშლის ყველა მეთოდი ერთ ვიდეოში - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
თირკმლის კენჭის დაშლის ყველა მეთოდი ერთ ვიდეოში
შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა რამდენიმე მეთოდით ხდება:
დისტანციური ლითოტრიპსია დარტყმითი ტალღით


ეს არის შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობის არაინვაზიური მეთოდი. დარტყმითი ტალღა ადამიანის ორგანიზმში ქსოვილოვანი სტრუქტურების მთლიანობის დაურღვევლად აღწევს და იწვევს თირკმელში, შარდსაწვეთში ან შარდის ბუშტში არსებული კენჭის რღვევას. დარტყმითი ტალღით დისტანციური ლითოტრიპსიის მეთოდი გამოიყენება მაშინ, როცა თირკმლის მენჯში ან ფიალებში არსებული კენჭების დიამეტრები არ აღემატება 1 სმ-ს.

პერკუტანეული ნეფროლითოტომია (ნეფროლითოლაპაქსია)

თირკმელში 1 სმ-ზე მეტი დიამეტრის ან მრავალი კენჭის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება მკურნალობის სხვა მეთოდი, რომელსაც ეწოდება პერკუტანეული ნეფროლითოტომია (ნეფროლითოლაპაქსია). მეთოდის არსი მდგომარეობს
იმაში, რომ ნაჩხვლეტოვანი განაკვეთის საშუალებით თირკმელში შეყავთ ზონდი, რომლის მეშვეობითაც ხდება ლაზერული ბოჭკოს უშუალოდ კენჭთან მიახლოება. ლაზერული ენერგიის ზემოქმედებით კენჭი თანდათან იშლება მცირე ნამსხვრევებად, შემდეგ კი ხდება ამ ნამსხვრევების გამოტანა.

პერკუტანეული ნეფროლითოტომია მარჯნისებრი კენჭის შემთხვევაში

ხანდახან კენჭები თირკმლებში აღწევენ ძალიან დიდ ზომებს და ავსებენ პრაქტიკულად
მთელ ღრუ სივრცეს - მენჯსა და ფიალებს. ასეთი კენჭების შემთხვევაშიც გამოიყენება პერკუტანეული ნეფროლითოტომიის ანუ ნეფროლითოლაპაქსიის მეთოდი. კენჭის დაშლა შეიძლება განხორციელდეს როგორც ლაზერით, ისე ულტრაბგერითი ტალღებით.

თირკმლის მენჯის ტრანსურეთერული კონტაქტური ლითოტრიფსია

ზოგიერთ შემთხვევაში თირკმლის მენჯში ან ფიალებში შედარებით მცირე კენჭების არსებობის დროს, კენჭის დაშლა ხორციელდება ურეთერორენოსკოპის გამოყენებით, რომელიც შეჰყავთ შარდსადენის გავლით. მისი მეშვეობით უშუალოდ კენჭთან მიაქვთ ლაზერული ზონდი და კენჭები იშლება ლაზერის ან ულტრაბგერის ენერგიის ზემოქმედებით. კენჭის ნამსხვრევებს აშორებენ სპეციალური მაშების მეშვეობით.

შარდსაწვეთის კენჭების ტრანსურეთერული კონტაქტური ლითოტრიფსია

თუ კენჭები მდებარეობს შარდსაწვეთში ამ შემთხვევაშიც გამოიყენება ტრანსურეთერული კონტაქტური ლითოტრიფსია. შარდსაწვეთში მდებარე კენჭს უახლოებენ სპეციალურ ინსტრუმენტს, ურეთეროსკოპს. მისი გავლით კენჭამდე აღწევს ლაზერული ზონდი და ლაზერული ენერგიის ზემოქმედებით კენჭები იშლება. იმისთვის, რომ კენჭის ნამსხვრევები არ მოხვდეს ზევით თირკმელში, გამოიყენება სპეციალური კალათა, რომლის მეშვეობითაც ნამსხვრევები გამოაქვთ შარდსაწვეთიდან.

შარდსაწვეთის სტენტი და ნეფროსტომა

შარდ-კენჭოვანი დაავადებებისას საკმაოდ ხშირად კენჭი იწვევს ე.წ მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის დახშობას. შედეგად თირკმლის მენჯი გადაივსება შარდით და ვითარდება თირკმლის კოლიკა. ამ პრობლემასთან ბრძოლის ორი მეთოდი არსებობს: შარდის ბუშტის გავლით თირკმლის ღრუში აყენებენ შარდსაწვეთის სტენტს, ან წელის მიდამოში ჩხვლეტით თირკმლის მენჯში შეჰყავთ სადრენაჟო მილი - ნეფროსტომა. ორივე ეს მეთოდი საშუალებას იძლევა დაიცალოს თირკმლის მენჯი და მოხდეს კოლიკის კუპირება.

აქვე ნახეთ:

ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სისხლის გაწმენდის პრობლემა მედიცინის წინაშე ანტიკური ეპოქიდან იდგა.
თირკმლის გავრცელებულ დაავადებებზე გვესაუბრება კლინიკა “ვივამედის” დეპარტამენტის ხელმძ­ღვანელი,
შაქრიანი დიაბეტი თირკმელებს საკმაოდ ხშირად აზიანებს. პირველი ტიპი დიაბეტის მქონე ყოველ მესამე პაციენტს და
საბედნიეროდ, კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა დრო, როცა თირკმლის გადანერგვისთვის, ანუ თირკმლის ტრანსპლანტაციისათვის,
კისტა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელსაც თხიერი შიგთავსი აქვს და ის შესაძლოა ნებისმიერ ორგანოში გაჩნდეს.
თირკმლის განვითარების ანომალიები თირკმლის აგებულებისა თუ ფუნქციის თანდაყოლილი დარღვევაა,
13 აგვისტო 2018
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
11 აგვისტო 2018
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
ახალგაზრდებს ხშირად აბრაზებთ უფროსი თაობის ამგვარი ფრაზები: “ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს”, “რა დროს შენი სიყვარულია” და ა.შ.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სამშობიარო სახლ „ნინოში“ შესვლის თაობაზე
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს: