რა არის გახშირებული შარდვის მიზეზი ქალებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის გახშირებული შარდვის მიზეზი ქალებში

- შარდის ბუშტის ანთება, რომელიც შარდ-სასქესო ორგანოთა დაავადებებს შორის საკმაოდ ხშირია და გვხვდება ორივე სქესის წარმომადგენლებში.

თუმცა, ცისტიტით უმთავრესად ქალები ავადდებიან, რაც მათი შარდ-სასქესო ორგანოების ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებით აიხსნება. ქალები ცისტიტით ავადდებიან ყველა ასაკში. ხელშემწყობ ფაქტორებად ითვლება ორსულობა, კლიმაქტერული და პოსტმენოპაუზის პერიოდი. დაავადება, უმრავლეს შემთხვევაში, ინფექციური ხასიათისაა, იშვიათად - არაინფექციური. ინფექცია შარდის ბუშტში შეიძლება მოხვდეს შარდსადენი მილიდან, თირკმელებიდან, მცირე მენჯის ღრუს ორგანოებიდან. შეიძლება გავრცელდეს ჰემატოგენური (სისხლის საშუალებით) და ლიმფოგენური (ლიმფის საშუალებით) გზით. შარდის ბუშტში ინფექცია სრულებითაც არ არის საკმარისი ანთების განსავითარებლად. ანთებითი პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოცენდება, თუ არსებობს სხვა ხელშემწყობი ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ შარდის ბუშტის ლაბილობას ინფექციის მიმართ; ასეთია მაგალითად, შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ტრავმული დაზიანება, უროსტაზი (შარდის შეგუბება), კენჭებისა და უცხო სხეულის არსებობა, სიმსივნური პათოლოგია, საკვერცხეების ანთება, შარდის ბუშტის დივერტიკული (ორგანოს ჯიბისებრი დანამატი), ზოგადად ინფექცია, რომელიც იწვევს ორგანიზმის დამცველობითი უნარის დაქვეითებას, ავიტამინოზი, დიაბეტი, ალერგიული ფონი, მცირე მენჯის ღრუში ვენური სტაზი და სხვა.

გახშირებული შარდვა ანუ პოლაკიურია აღინიშნება ცისტალგიის დროსაც, რომელიც საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ცისტალგიით უფრო ხშირად ახალგაზრდა ასაკის ქალები ავადდებიან. დაავადების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკვერცხეების ჰორმონული ფუნქციის მოშლას. ცისტალგიის განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები: სისხლის მიმოქცევის მოშლა მცირე მენჯის ღრუში, საშვილოსნოს მიომა, ოპერაციის შემდგომი შეხორცებები, საშოს კედლის დაწევა და სხვა. არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ნერვულ-ფსიქიკურ ფაქტორებს: ემოციურ კრიზებს, სექსუალურ კონფლიქტებს. გარკვეულ როლს თამაშობს ალერგენებიც - ეს შეიძლება იყოს ოთახის მტვერი, ზოგიერთი საკვები პროდუქტი, მედიკამენტი და სხვ. ცისტალგიისთვის პირველ რიგში დამახასიათებელია მტკივნეული შარდვა, რომელიც ძლიერდება გაცივების, მწარე საკვების მიღების დროს, პრედმენსტრუალურ პერიოდში. სიმტომები განსაკუთრებით იკვეთება მენსტრუაციის, კლიმაქტერულ და პოსტმენოპაუზის პერიოდში.

თინათინ გოცაძე