გადამდებია თუ არა კიბო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გადამდებია თუ არა კიბო

კიბოს განვითარებისთვის აუცილებელია ორი ძირითადი პირობა. პირველი: უჯრედის გენეტიკური აპარატის ანუ დნმ-ს იმგვარი ცვლილება, რომელიც უჯრედს უკონტროლოდ გამრავლებას აიძულებს და გამორთავს ყველა უჯრედის სასიცოცხლო ციკლში ჩადებულ დაპროგრამებული სიკვდილის მექანიზმს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი სიმსივნური ქსოვილი საკუთრივ ადამიანის უჯრედებისგან წარმოიქმნება, ამასთანავე, გადაგვარებული უჯრედები ზოგჯერ ინარჩუნებენ პირვანდელ ნიშნებს (ასეთ სიმსივნეებს მაღალდიფერენცირებულებს უწოდებენ), ზოგჯერ კი მთლიანად კარგავენ (ასეთ შემთხვევაში სიმსივნეს დაბალდიფერენცირებულს უწოდებენ). მეორე პირობა იმუნური სისტემის იმ რგოლის დაზიანებაა, რომელიც აღმოაჩენს და ანადგურებს კიბოს უჯრედებს.

გენეტიკური აპარატის ცვლილება მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. მათ რიცხვს მიაკუთვნებენ დნმ-ს სტრუქტურის შემცვლელ ქიმიურ კანცეროგენებსა და მაიონიზებელ გამოსხივებას, მემკვიდრეობით განწყობას. არსებობს ისეთი სიმსივნეებიც, რომელთა აღმოცენებაც ჰორმონთა დონის მატებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ქალის სასქესო ჰორმონის ესტროგენის დონის მატება ზრდის მკერდისა და საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკს, მამაკაცის სასქესო ჰორმონის ანდროგენების დონის მატება კი - წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარებისას.

კიბოს ზოგიერთი ნაირსახეობა ე. წ. კიბოსწინარე დაავადებების საფუძველზე ვითარდება. მაგალითად, კუჭის კიბოს ზოგჯერ წინ უძღვის წყლული, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამ დაავადებებიდან ავთვისებიანი წარმონაქმნის გაჩენამდე წლები გადის. კიბოსწინარე დაავადებათა უმრავლესობა ვირუსული ინფექციაა. სწორედ მათ მიიჩნევენ დამნაშავედ კიბოს ასიდან 15 შემთხვევაში. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მრავალი ვირუსი უჯრედის დაზიანებისას მის გენეტიკურ აპარატზეც მოქმედებს. აი, ასეთი ინფექცია კი ნამდვილად შეიძლება გადმოგედოთ. რა საკვირველია, ვირუსის არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ კიბო აუცილებლად დაგემართებათ, მაგრამ რისკი მაღალია. კიბოსადმი განწყობილ ვირუსთა რიცხვს მიეკუთვნება პაპილომავირუსების ცალკეული სახეობები (საშვილოსნოს ყელისა და სასქესო ასოს კიბო), B და С ჰეპატიტის ვირუსები (ღვიძლის კიბო), ეპშტაინ-ბარის ვირუსი (ლიმფომები) და სხვ.

იხილეთ აგრეთვე სტატია "პოპულარული კითხვები კიბოს შესახებ"