კიბოს რვა სიმპტომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიბოს რვა სიმპტომი

ეს სიმპტომები განსაზღვრული ასაკის ადამიანებისთვის განგაშის სიგნალად უნდა იქცეს. გამოყვეს ამ თვალსაზრისით ყველაზე სახიფათო ასაკიც. საგანგაშო სიმპტომებია:

1. სწორი ნაწლავიდან სისხლდენა (მაღალ ასაკობრივ ჯგუფში შესაძლოა მსხვილი ნაწლავის კიბოზე მიუთითებდეს);

2. რკინადეფიციტური ანემია (მსხვილი ნაწლავის კიბოს სიმპტომი);

3. სიმაგრე სარძევე ჯიკვალში (სარძევე ჯირკვლის კიბოს სიმპტომი);

4. სისხლი განავალში (ნაჩვენებია სწორი ნაწლავის გამოკვლევა კიბოს გამოსარიცხად);

5. სისხლი შარდში (შარდსასქესო ორგანოების კიბოს სიმპტომი);

6. სისხლიანი ხველა (შეიძლება, ფილტვის კიბოს სიმპტომი იყოს);

7. მენოპაუზის შემდგომი სისხლდენა (საშვილოსნოს, საკვერცხეების კიბოს სიმპტომი);

8. ყლაპვის გაძნელება (საყლაპავის კიბოს სიმპტომი).

არსებობს კიბოს 200-ზე მეტი სახეობა, რომლებიც პათოლოგიურ სიმპტომთა მთელ წყებას იწვევს, თუმცა მეცნიერები საგანგებოდ ეძებდნენ სიმპტომებს, რომელთა არსებობის დროს კიბოს განვითარების ალბათობა 1:20-ზე მეტია. ზემოთ ჩამოთვლილი 8 სიმპტომი სწორედ ასეთია. ეს დასკვნა გამოტანილ იქნა ავთვისებიანი სიმსივნეების შესასწავლად განხორციელებული 25 გამოკვლევის შედეგების ანალიზითა და შეჯერებით. აღმოჩნდა, რომ თუ ადამიანი 55 წელზე ნაკლები ასაკისაა, 1:20 კატეგორიაში მხოლოდ ორი სიმპტომი ხვდება. ერთ-ერთი მათგანია სიმკვრივე სარძევე ჯირკვალში. 55 წლიდან ყლაპვასთან დაკავშირებული სირთულეები მხოლოდ მამაკაცისთვის შეიძლება იყოს საყლაპავის კიბოს ნიშანი, ხოლო შარდში სისხლის არსებობა ხიფათის მაუწყებელია როგორც 60 წელს გადაცილებულ ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც. ყველას, ვისაც ერთხელ მაინც შეუმჩნევია თუნდაც ერთი ჩამოთვლილ სიმპტომთაგანი, მკვლევრები მოუწოდებენ, აუცილებლად მიმართოს ექიმს შემდგომი გამოკვლევისთვის.