ნიგოზი სიმსივნის განვითარებას აფერხებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნიგოზი სიმსივნის განვითარებას აფერხებს

საინტერესო დასკვნები ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგებითაა გამყარებული. ვირთაგვებს 18 კვირის განმავლობაში კვებავდნენ ნიგვზით, ნიგვზის ზეთითა და იმ ცხიმით, რომლის ანალოგიურსაც ნიგოზი შეიცავს. აღმოჩნდა, რომ ნიგოზი ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას, ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას, ამცირებს შაქრიანი დიაბეტისა და სიმსივნის განვითარების რისკს. ნიგოზში უხვადაა სასარგებლო ნივთიერებები, მათ შორის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები. დღეს ყველამ კარგად იცის, რომ ეს მჟავები იცავს ადამიანს ძუძუს კიბოსა და გულის დაავადებების განვითარებისაგან.

გარდა ამისა, უკანასკნელი კვლევებით ნაჩვენებია, რომ ნიგოზი ამცირებს IGF-1 ჰორმონის (ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი) მაჩვენებელს. ეს კი გავლენას ახდენს პროსტატისა და ძუძუს კიბოს განვითარებაზე - აცხადებს კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორი, პროფესორი პოლ დევისი.

საყურადღებოა, რომ თუ ექსპერიმენტის ფარგლებში ნიგოზი და მისი ზეთი აქვეითებდნენ ქოლესტერინის დონეს და ხელს უშლიდნენ სიმსივნის აღმოცენებას, ცხიმი ასეთ ეფექტს არ ავლენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიგვზის ჯანმრთელობის საიდუმლო არა მხოლოდ მის ცხიმშია, არამედ სავარაუდოდ, ნიგოზში შემავალი თუთია, უჯრედისი, მაგნიუმი, სელენი, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები და სხვა ნივთიერებები ერთად კომპლექსში ავლენს განსაკუთრებულ ეფექტებს.

თინათინ გოცაძე

დღეში 50 გრამი ნიგოზი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს