კიბოს უჯრედებს ტეტანუსის გამომწვევებით გაანადგურებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიბოს უჯრედებს ტეტანუსის გამომწვევებით გაანადგურებენ

აღნიშნული ბაქტერია ტეტანუსის (იგივე გაშეშების) გამომწვევის ახლო ნათესავია. მასსავით ნიადაგში ბინადრობს და ჟანგბადის დიდი მოყვარულია. სწორედ ამ თვისებებს ეფუძნება მისი გამოყენება ახალი მიზნებისათვის.

გენური ინჟინერიით მკვლევარებმა შექმნეს სრულიად ახალი შტამი, რომელიც სასიკვდილო საფრთხეს არ უქმნის ადამიანს. პირიქით, ორგანიზმში მოხვედრისას ბაქტერიები თავად პოულობენ სიმსივნურ უჯრედებს, იჭრებიან მათში და ინტენსიურ გამრავლებას იწყებენ, პარალელურად ანადგურებენ პათოგენურ უჯრედებს.

საქმე ის გახლავთ, რომ სიმსივნური წარმონაქმნის ზრდის კვალად მის ცენტრში წარმოიქმნება ჟანგბადის ნაკლებობით გამორჩეული არე. ცნობილია, რომ სიმსივნური უჯრედები ინტენსიურად მოიხმარენ ჟანგბადს, ჟანგბადით მდიდარი სისხლის მიმწოდებელი ძარღვები კი ამ არეში პრაქტიკულად არ არის. ამიტომაც არის, საზოგადოდ, ძალიან რთული ქიმიური პრეპარატების სიმსივნური წარმონაქმნისათვის მიწოდება. სხვა საქმეა კლოსტრიდიები. ისინი მიისწრაფიან სიმსივნური წარმონაქმნის ჟანგბადით ღარიბი ცენტრისაკენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კიბოს უჯრედები თავად იზიდავენ მკვლელ ბაქტერიებს.

ახალი მეთოდი ჯერ კიდევ ლაბორატორიული კვლევის ფაზაშია, თუმცა, ხუთ პაციენტზე უკვე გამოსცადეს. ბაქტერიებმა წარმატებით გაანადგურეს კიბოს უჯრედები მათ ორგანიზმში, გარდა ამისა, ორგანიზმში ბაქტერიების მოხვედრამ რამდენადმე გააძლიერა იმუნური სისტემაც. ლეიკოციტებმა, რომლებიც მიმართულნი იყვნენ კლოსტრიდიების წინააღმდეგ, სიმსივნური უჯრედების განადგურებაც დაიწყეს.

თუ ეს ექსპერიმენტები მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება, როგორც მეცნიერები ხუმრობენ, ვერაგი მკვლელისაგან (იგულისხმება ბაქტერია) სახეშეცვლილ მოკავშირეს მიიღებენ და კიბოს დაამარცხებენ.

თინათინ გოცაძე