რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
მეცნირებმა კიბოსგან თავდაცვის საიდუმლო გაშიფრეს
მეცნირებმა კიბოსგან თავდაცვის საიდუმლო გაშიფრეს

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა (რომელშიც ოთხი ქვეყნის სპეციალისტები შედიან) აღმოაჩინა მექანიზმი, რომელიც ადამიანის ორგანიზმის უჯრედებს

საშუალებას აძლევს თავი დაიცვან გადაგვარებისაგან (ანუ კიბოს განვითარებისაგან). შოტლანდიის  დანდის უნივერსიტეტისა და სინგაპურის ექსპერტთა კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია გამოცემაში Genes And Development.

 

ამ მეცნიერებმა შეისწავლეს p53 გენის ფუნქცია. ეს გენი აჩერებს (ბლოკავს) სიმსივნური უჯრედების განვითარებას. მის შესახებ მეცნიერებს უკვე 30 წელია აქვთ ინფორმაცია; დადგენილია, რომ ეს გენი დაზიანებულ უჯრედებს თვითგანადგურების ბრძანებას აძლევს. გარდა ამისა, მას შეუძლია შეაჩეროს დაზიანებულ უჯრედთა გამრავლება იმ მომენტში, როდესაც ორგანიზმში განახლების პროცესი მიმდინარეობს. როგორც ექსპერტები აცხადებენ, მათ მიერ შესწავლილ კიბოს შემთხვევათა 50 %-ში აღნიშნული გენი დაზიანებული ან უმოქმედო იყო, რის შედეგადაც დაზიანებული უჯრედები თავისუფლად მრავლდებოდნენ და სიმსივნურ წარმონაქმნებს აძლევდნენ დასაბამს.

მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარეს დანიო რერიოს თევზებზე, რომელთა p53  გენი ადამიანის იდენტურია. ექსპერიმენტების მსვლელობისას მათ ნახეს, რომ ეს გენი გამოიმუშავებს არა მხოლოდ აქამდე ცნობილ პროტეინს, არამედ მის დამატებით ვარიაციას, რომლის ფუნქციაც

You must have Flash Player installed in order to see this player.
გენის მუშაობის მექანიზმთა ჩართვა-გამორთვაა. ჩვეულებრივ პირობებში დანიო რერიოს თევზებს შეუძლიათ რადიაციის მცირე დოზების გადატანა, ისეთი დოზებისა, რომლებიც აზიანებს დნმ-ს, რადგანაც მათი p53  გენი დასხივებით მიყენებული ზიანის აღმოფხვრა-აღდგენას უზრუნველყოფს. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ p53  გენი "ჩამრთველის" დაზიანების შემთხვევაში თევზები იღუპებოდნენ.

p53 გენის ფუნქციები მეტად მნიშვნელოვანია კიბოს მკურნალობაში. როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი დევიდ კეინი აცხადებს, ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია ნაწილობრივ იწვევს უჯრედთა თვითგანადგურებას დნმ-ის დაზიანების საპასუხოდ, ამიტომაც კიბოს უჯრედების აღმოცენების მექანიზმთა შესწავლისათვის აუცილებელია იმის ცოდნა, როგორ მუშაობს p53  გენი.

თინათინ გოცაძე

თარიღი : 09-04-2016
qeti
ეჰ როდის მოახწევს ჩვენამდე
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
თურმე, თუ დარიჩინშერეულ თაფლს პურს წაუსმევთ და ყოველდღიურად საუზმეზე მიირთმევთ, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას თავიდან აიცილებთ. თაფლში შერეული დარიჩინი არტერიებში ქოლესტერინის დონეს მნიშვნელოვნად აქვეითებს და განამტკიცებს გულის კუნთს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ და საშიშ ფორმად ითვლება, რადგანაც სიკვდილიანობა თითქმის 100%-ის ტოლია.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორგანიზმზე სირბილის ზემოქმედების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს. თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს.
რეგულარულად გამოყენებისას სტაფილომ შესაძლოა მკერდის გარკვეული სახის სიმსივნეთა განვითარება 60 %-ით შეამციროს - იუწყება The Daily Mail.
სპეციალისტები დიდი ხანია მივიდნენ დასკვნამდე, რომ ზღვის პროდუქტებისა და ზეითუნის ზეთის რეგულარულად მომხმარებლები განსაკუთრებული ჯანმრთელობით გამოირჩევიან.
ბევრი ონკოლოგიური პაციენტი იმის გამო იღუპება, რომ კიბოს უჯრედები ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ მდგრადები ხდებიან.
მაინცის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კიბოს საწინააღმდეგო უნივერსალური ვაქცინა წარმატებულად გამოსცადეს. ის უკვე დაიტესტა თაგვებსა და მოხალისეების მცირე ჯგუფზე.
23 ოქტომბერი 2016
ასაკთან ერთად ადამიანებს სულ უფრო მეტად ერღვევათ ძილის პროცესი. მოხუცებულთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, უძილობას უჩივის.
18 ოქტომბერი 2016
მეცნიერებმა 16 000 ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული 16 კვლევის შედეგები გააანალიზეს. მათ მოხალისეებში დნმ-ის მეთილირების დონე შეაფასეს.
დანიშნულების მიხედვით გამოყოფენ საყოფაცხოვრებო, სპორტულ, სპეციალურ სამუშაო, საბავშვო, სამხედრო, სამკურნალო და სხვა ფეხსაცმელს.

ფეხსაცმელი უნდა პასუხობდეს ჰიგიენურ პრინციპებს:

1) ჰქონდეს დაბალი თბოგამტარობა, უზრუნველყოს ფეხსაცმლის სივრცის მიკროკლიმატი, მისი ვენტილაცია;

ჭარბი წონის გამო ადამიანი მომხიბვლელობას რომ კარგავს და ვეღარც სასურველ სამოსს იხდენს, მყისვე დიეტას მიმართავს. სწრაფი შედეგის ეშხით, ამ დროს უმთავრესია, ზიანი არ მიადგეს ჯანმრთელობას.

საშიში
შიმშილი: წონის დაკლების ყველაზე ექსტრემალური და მავნე ხერხია - სრულიად არაფრის ჭამა; შიმშილი - ეს არის ძლიერი სტრესი ორგანიზმისთვის, რომელსაც ნებისმიერი დაავადების გამოწვევა შეუძლია. ძალიან ხშირად, “სადაც წვრილია, იქ წყდება”, ანუ თუ ორგანიზმში რაიმე სუსტი ადგილია, ის ზიანდება.

დაავადებული სახსრების მოვლა, სხვა პათოლოგიათა მსგავსად, რამდენიმე რჩევის გათვალისწინებასა და საჭირო ღონისძიებათა პერიოდულ თუ მუდმივ გატარებას გულისხმობს, რაც არც ისე ძნელია.

იკვებეთ ორგანიზმის სასიკეთოდ
სახსრების დაავადებებისას ერიდეთ მწარე, მჟავე და მლაშე კერძებს. ეცადეთ, მენიუ მცენარეული საკვებითა და ვიტამინებით გაამდიდროთ. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი, ვაშლი, ქლიავი, ლიმონი, მოცვი და ქაცვი.