გერმანელმა მეცნიერებმა სინათლის იმპულსით სიმსივნის სამკურნალო პრეპარატების აქტივაცია მოახდინეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გერმანელმა მეცნიერებმა სინათლის იმპულსით სიმსივნის სამკურნალო პრეპარატების აქტივაცია მოახდინეს

ამ მეთოდმა შესაძლოა გაზარდოს ონკოლოგიურ დაავადებათა თერაპიის ეფექტურობა და რაც მთავარია, შეამციროს ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. ამაზე მეტყველებს კვლევის საინტერესო შედეგები, რომლებიც გამოქვეყნებულია ჟურნალში Cell, იუწყება – MdicalXpress-ი.

სადღეისოდ სიმსივნის საწინააღმდეგოდ ყველაზე ხშირად გამოყენებული პრეპარატები ძირითადად მოქმედებენ შიდაუჯრედულ მიკრომილაკებზე (აღნიშნული მილაკები უჯრედულ ანუ ე.წ. ციტოჩონჩხს ქმნის) და სამწუხაროდ, აზიანებენ არა მხოლოდ სიმსივნური (პათოლოგიური), არამედ ჯანმრთელი უჯრედების მიკრომილაკებსაც. ქიმიოთერაპიის არასასურველ გვერდით მოვლენათა განვითარება სწორედ ამ ფაქტორს უკავშირდება.

ლიუდვიგ–მაქსიმილიანის სახელობის მიუნხენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს მიკრომილაკების ექსპერიმენტული ინჰიბიტორების (შემაკავებლების) ოპტიკური კონტროლის მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა ქიმიოთერაპია ზუსტად მიმართული, ასე ვთქვათ "წერტილოვანი" გახდეს. როგორც მეთოდის ავტორები აცხადებენ, მიკრომილაკების პრეპარატ-ინჰიბიტორის აქტივაცია-დეაქტივაციისათვის შესაძლებელია გამოყენებული იყოს სინათლე, თანაც მაქსიმალური სიზუსტით, ისე, რომ გადართვა მოხდეს თითოეულ უჯრედში. ახლად შექმნილ შენაერთებს ავტორებმა ფოტოსტატინები უწოდეს. ამჟამად გერმანელი მკვლევარები ახალი ტექნოლოგიის დამატებით ლაბორატორიულ გამოკვლევას ატარებენ. მეთოდის გამოყენებას გეგმავენ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ვირთაგვებზე.

თინათინ გოცაძე