მიწის თხილი და ნიგოზი ადამიანს მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოსაგან იცავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მიწის თხილი და ნიგოზი ადამიანს მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოსაგან იცავს

შაქრიანი დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარებისაგან იცავს. აღმოჩნდა, რომ ბევრ სიკეთესთან ერთად მიწის თხილისა და ნიგვზის ჭამა კოლორექტალური (მსხვილი და სწორი ნაწლავის) კიბოს განვითარებისაგან გვიცავს. ამ დასკვნამდე მივიდნენ სეულის ნაციონალური უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის მკვლევარები. მათი დასკვნით დასახელებული სიმსივნური პათოლოგიის თავიდან ასაცილებლად საკმარისია კვირაში მინიმუმ სამჯერ 15-15 გრამი ნიგვზის მიღება. სპეციალისტებმა დაკვირვება-ექსპერიმენტი დაახლოებით 3000 მოხალისეზე ჩაატარეს. მათგან 923-ს კოლორექტალური კიბოს დიაგნოზი ჰქონდა, 1846 პირი კი სრულიად ჯანმრთელი იყო.

მკვლევარებმა, ესუნ შინის ხელმძღვანელობით, გააანალიზეს ექსპერიმენტის მონაწილე თითოეული პირის კვების რაციონი, საფუძვლიანად შეისწავლეს, რომელ კომპონენტს (პროდუქტს) შეეძლო დამცველობითი მექანიზმის გამოვლენა. აღმოჩნდა, რომ მამაკაცები, რომლებიც კვირაში მინიმუმ სამჯერ მაინც მიირთმევდნენ ნიგოზს, 69 %-ით ნაკლებად ავადდებოდნენ მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოთი, ქალებთან კი ავადობის მაჩვენებელი 81 %-ით იყო შემცირებული.

ავტორებმა კონკრეტულად ვერ დაასკვნეს, რომელს უფრო მეტი სარგებლობა აქვს, ნიგოზს თუ მიწის თხილს ამ კუთხით, თუმცა ფაქტია, რომ კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობა არაქისს მიირთმევდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნიგვზისა და მიწის თხილის დამცველობითი ეფექტი განპირობებულია ანტიოქსიდანტებისა და განსაკუთრებული უჯრედისის უხვი შემცველობით.

თინათინ გოცაძე