ჩვილის მენიუ 7-8 თვის ასაკში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩვილის მენიუ 7-8 თვის ასაკში

და კიდევ: უმჯობესია, პატარას უმთავრესად წიწილის მკერდის ხორცი მივცეთ. გთავაზობთ ხორცის ბულიონზე მომზადებული ბოსტნეულის სუპის რამდენიმე რეცეპტს.

კარტოფილის პიურე ძვლის ბულიონზე

საჭიროა:

  • 200 გ საქონლის ლულოვანი ძვალი;
  • თითო ღერი ოხრახუში, კამა, ნიახური, მწვანე ხახვი;
  • 1 ჩაის კოვზი მარილის ხსნარი.

კარგად გარეცხილი ძვალი ჩადეთ ქვაბში, დაასხით წყალი და შემოდგით ცეცხლზე. რომ წამოდუღდება, ნახარში გადაღვარეთ, ძვალი გამდინარე წყლით გარეცხეთ, ქაფი მოაშორეთ და ქვაბში ჩააბრუნეთ. დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი, ჩაამატეთ ოხრახუში, ნიახური, კამა, მწვანე ხახვი და 1 საათი ხარშეთ. თუ დაიშრო, დროდადრო ჩაამატეთ ადუღებული წყალი. შემდეგ ნახარში დოლბანდში ან სპეციალურ საწურში გადაწურეთ და დაასხით გარეცხილ, დაჭრილ კარტოფილს. ხარშეთ კარტოფილის დარბილებამდე, დაახლოებით 25-30 წუთი. მოხარშული კარტოფილი გადაიღეთ ბლენდერში, დაამატეთ 180 მლ რძე, მარილის ხსნარი და ათქვიფეთ. გადაიღეთ თეფშზე და შეაზავეთ 5გ კარაქით.

კარტოფილის პიურე ქათმის ხორცით

საჭიროა:

  • 100 გ ქათმის თეთრი ხორცი;
  • 200 გ კარტოფილი;
  • თითო ღერი კამა და მწვანე ხახვი;
  • 50 მლ რძე;
  • 5 გ კარაქი.

ჩადეთ ქვაბში ქათმის თეთრი ხორცი, ჩაამატეთ კამა და მწვანე ხახვი, დაასხით 1 ლ წყალი და ხარშეთ. ხორცი რომ მოიხარშება, დაამატეთ კარტოფილი, ადუღეთ კიდევ 25-30 წუთი, დაუმატეთ მარილის ხსნარი. მოხარშული ხორცი და კარტოფილი გათქვიფეთ ბლენდერში, გადმოიღეთ თეფშზე და დაუმატეთ კარაქი.

ბოსტნეულის პიურე ღვიძლით

საჭიროა:

  • 50 გ ქათმის ღვიძლი;
  • 100 გ კარტოფილი;
  • 100 გ სტაფილო;
  • თითო ღერი ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი;
  • 3 მლ მარილის ხსნარი;
  • 5 გ კარაქი.

ღვიძლი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით, დაასხით წყალი და ხარშეთ, სანამ ფერს შეიცვლის და დარბილდება. თუ ხარშვის დროს ბულიონი დააშრა, შეგიძლიათ დროდადრო ადუღებული წყალი ჩაამატოთ. ცალკე ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო, ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი, დაასხით ცივი წყალი და ხარშეთ 25-30 წუთი. სტაფილო რომ დარბილდება, კარტოფილსა და ღვიძლთან ერთად გადაიღეთ ბლენდერში, დაამატეთ ცოტაოდენი ბულიონი, მარილის ხსნარი და ათქვიფეთ. გადაიღეთ თეფშზე და შეკაზმეთ კარაქით. ბოსტნეულის პიურესთან ერთად ბლენდერში შეგიძლიათ ათქვიფოთ 10-20 გ თეთრი პურის ორცხობილაც. გირჩევთ, კერძი უშუალოდ ჭამის წინ მოამზადოთ. თუ დედა სამსახურში მიდის და ბავშვს მომზადებული კერძი უნდა დაუტოვოს, მიცემამდე 5 წუთი წამოადუღეთ, გააგრილეთ და ასე გაუმასპინძლდით პატარას. თუ გზას ადგახართ, მზა პიურე წაიღეთ სპეციალური თერმოსით, რომელიც სითბოს 2 საათი ინარჩუნებს. 8 თვიდან პატარას ვაძლევთ ხორცის ნახარშზე მომზადებულ ბოსტნეულის სუპ-პიურეს ხორცის ფარშით. ფარშისთვის გამოიყენეთ ახალგაზრდა ძროხის მჭლე ან ხბოს ახალი, გაუყინავი ხორცი. გარეცხილი, გასუფთავებული ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ ბრინჯი, სველი ხელით მოაგუნდავეთ და მოხარშეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. პირველი ნახარში რომ წამოდუღდება, გადაღვარეთ, ხორცის გუნდას დაასხით ცხელი ადუღებული წყალი და განაგრძეთ ხარშვა. დროდადრო გასინჯეთ და როდესაც ხორცი მოიხარშება, ბულიონითურთ გადაიღეთ მეორე ქვაბში, რომელშიც მოთავსებული იქნება 1 საშუალო ზომის კარტოფილი და სტაფილო, თითო ღერი ოხრახუში, კამა, ნიახური და მწვანე ხახვი. დაამატეთ ჩაის კოვზით მარილის ხსნარი და ხარშეთ კიდევ 25-30 წუთი. ამის შემდეგ ხორცის ფარში, კარტოფილი, სტაფილო, წინა დღის თეთრი, გამომშრალი პურის ან ორცხობილას ნაჭერი მოათავსეთ ბლენდერში და დაასხით იმდენი ბულიონი, რომ ულუფა დაახლოებით 200 მლ გამოვიდეს. კერძი პატარას კოვზით მიეცით. იმავე წესით მზადდება ბოსტნეულის სუპ-პიურე ქათმის (წიწილის) თეთრი ხორცით.

გაითვალისწინეთ: ერთი ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 200 მლ-ს - ჩვილის კუჭს ამაზე მეტის მონელება გაუძნელდება. გარდა ამისა, ჩვილის ფერმენტული აქტივობაც არ არის სრულყოფილი, რითაც აიხსნება ზედმეტი საკვების მიღების შემდეგ შებერვა, აირების დაგროვება და დისკომფორტი. ამ ასაკში პატარას კბილების ამოჭრა ეწყება, ამიტომ ეცადეთ, საკვები მეტისმეტად არ დააქუცმაცოთ - დაე პატარა ღეჭვას მიეჩვიოს.