ციტრუსები ბავშვებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ციტრუსები ბავშვებისთვის

ამასთან, სხვა ხილისგან განსხვავებით, დაკრეფილი ციტრუსები დიდხანს, გვიან გაზაფხულამდეც კი ინარჩუნებენ სასარგებლო თვისებებს. რა თქმა უნდა, ზომიერება აქაც საჭიროა. ცნობილია, რომ ციტრუსები ალერგიულ რეაქციებს უდებენ სათავეს (ამიტომ ალერგიისადმი მიდრეკილ ადამიანებს ისინი ეკრძალებათ), მათმა ჭარბმა მიღებამ კი შესაძლოა კანის გაყვითლებაც გამოიწვიოს.

ფერი და არომატი

ციტრუსების ფერი ამაღლებს განწყობილებას, ახალისებს. გარდა ამისა, მათი ფერადოვნება დადებით გავლენას ახდენს იმუნიტეტზე. რაც შეეხება ციტრუსების არომატს, ეს მათი კანის შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთების დამსახურებაა. თუ ციტრუსს ცხელ წყალს გადაავლებთ ან რამდენიმე წუთით ჩაუშვებთ თბილ წყალში, მისი არომატი საგრძნობლად გაძლიერდება. გარდა ამისა, ციტრუსის ქერქში - ცედრაში - ვიტამინები და მიკროელემენტები გაცილებით მეტია, ვიდრე რბილობში. განსაკუთრებით მდიდარია იგი კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით. ამიტომ გაფცქვნას სჯობია, კარგად გარეცხოთ, გადაავლოთ მდუღარე წყალი და ქერქიანად მიირთვათ. ისიც შეიძლება, გაფცქვნათ, ქერქი კარგად გაახმოთ, დააქუცმაცოთ და ჩაის, კომპოტს ან ნამცხვრის ცომს დაუმატოთ.

დავიწყოთ დილა ციტრუსებით

ტრადიციულად, საუზმე ჩაით მთავრდება. არ დაგავიწყდეთ ბავშვისთვის ჩაიში ლიმონის ნაჭრის ჩაგდება. გარდა ამისა, ბავშვობიდანვე მიაჩვიეთ ციტრუსის ახალგამოწურული წვენის სმას, ოღონდ ზომიერებამ არ გიღალატოთ - ერთ ჯერზე საკმარისია ერთი ფორთოხლის, ორი მანდარინის ან ნახევარი გრეიპფრუტის წვენი. ის მოაძლიერებს იმუნიტეტს და ენერგიით აავსებს ორგანიზმს. წვენის გამოწურვისას ციტრუსს სქლად ნუ გაფცქვნით, დაუტოვეთ თეთრი შრე - მასში უხვადაა ბიოფლავონოიდები, რომლებიც სისხლძარღვის კედლებს აძლიერებს და ხელს უწყობს ორგანიმის მიერ ჩ ვიტამინის ათვისებას. ახლა თითოეული ციტრუსის ღირსებები მიმოვიხილოთ.

ლიმონი - ყველაზე მჟავე ხილი

მისი არომატი განწყობას ამაღლებს, კანი და კურკები გულისთვისაა სასარგებლო, ხოლო წვენი არაჩვეულებრივად კლავს წყურვილს. გირჩევთ, ზაფხულის სიცხეში ჭიქა წყალში ჩაწუროთ ნახევარი ლიმონი. ეს სასმელი კიდეც გაგაგრილებთ და წყურვილსაც მოგიკლავთ. ლიმონის შემადგენლობაში შემავალი ც და პ ვიტამინები ამაღლებს შრომის უნარს და ორგანიზმს მრავალ დაავადებასთან ბრძოლას უადვილებს. ლიმონი კარგია გაციებისას, განსაკუთრებით - მაღალი სიცხის დროს. თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს და სიცხის დამწევი საშუალებები არ შველის, შეგიძლიათ დაალევინოთ ლიმონჩაწურული წყალი ან ჩაი. ლიმონი აუმჯობესებს ორგანიზმიდან წიდის გამოტანას კანის საშუალებით, რაც ხელს უწყობს ტემპერატურის დაქვეითებას. ლიმონის სურნელი უხდება მხედველობას. გარდა ამისა, ლიმონი კარგია შაქრიანი დიაბეტისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე სხვა დაავადებების დროს.

გრეიპფრუტი - საუკეთესო მეგობარი

გრეიპფრუტი უნიკალური ციტრუსია. იგი დეკემბრიდან იწყებს დამწიფებას და სასარგებლო თვისებებს ზაფხულის ბოლომდე ინარჩუნებს. მდიდარია ორგანული მჟავებით, მიკროელემენტებით, ეთერზეთებით, მინერალური ნივთიერებებით - კალციუმით, ფოსფორით, რკინით; გარდა ამისა, შეიცავს პროტეინებს და უმნიშვნელო რაოდენობით ცხიმებს, ბ ჯგუფისა და P ვიტამინებს, თანაც არა მხოლოდ რბილობი, არამედ კანი, ცედრა და კურკებიც კი. ერთი ცალი გრეიპფრუტი სავსებით აკმაყოფილებს ორგანიზმის დღიურ მოთხოვნას ჩ ვიტამინზე. გრეიპფრუტის ყოველდღიური მიღება მკვეთრად ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს სისხლძრღვთა მდგომარეობასა და გულის მუშაობას. თუ ძილის წინ მიირთმევთ ერთ ცალ გრეიპფრუტს ან დალევთ მის წვენს,  ღრმად, მშვიდად და უშფოთველად დაიძინებთ. დილით, უზომოზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ მძიმე ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვა გელით, დალიეთ 100 მლ გრეიპფრუტის წვენი, დამტკბარი 1 ს/კ თაფლით - მთელი დღე ენერგიულად იქნებით. გაზაფხულობით ზოგიერთს აუხსნელი შფოთვა და შიში ეუფლება. ამ დროსაც გრეიპფრუტი დაგეხმარებათ - ის ჩინებული ანტისტრესული საშუალებაა. ორად გაჭერით ერთი ცალი გრეიპფრუტი, მოაყარეთ დარიჩინი და შაქარი ანდა მოასხით თაფლი, შედგით ღუმელში და 50-100 გრადუსზე 10-15 წუთი გააჩერეთ. გააგრილეთ და მიირთვით.

მანდარინი - ხალისის მომგვრელი ნაყოფი

მიიჩნევა, რომ მანდარინი ხალისისა და დადებითი ემოციების მომგვრელი ხილია. ალბათ, ამიტომაც არის, რომ სადღესასწაულო სუფრა მანდარინის გარეშე წარმოუდგენელია. მანდარინის რბილობი და წვენი მდიდარია ვიტამინებით, მატებს მადას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. გარდა ამისა, ფიტონციდების შემცველობის წყალობით ანტიმიკრობული თვისებებიც აქვს. მანდარინის წვენის გარეგანი გამოყენება კარგია რძიანასა და სოკოვანი ინფექციების დროს. ასევე ცნობილია მისი შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს ლორწოსგან, ამიტომ თუ ბავშვს ხველა აწუხებს, რეკომენდებულია, ყოველ დილით დალიოს ერთი ჭიქა მანდარინის წვენი, ხოლო ბრონქიტისა და ტრაქეიტის დროს მანდარინის ქერქის ნახარში სვას. მანდარინი კუჭ-ნაწლავსაც უხდება, განსაკუთრებით - მადის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებების დროს. გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ მანდარინის წვენი ორგანიზმიდან ჰელმინთებისგან (ჭიებისგან) გამოძევებასაც უწყობს ხელს. დასასრულ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ციტრუსების უნიკალური თვისებები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგიტანთ სიკეთეს, თუ ბავშვს მათზე ალერგია არ აქვს. დისბაქტერიოზის დროს კარგი იქნება, მოუმზადოთ ბავშვს გემრიელი კერძი - მოხარშული ბრინჯი ფორთოხლის ქერქით. გრძელი ბრინჯი მოხარშეთ; ცალკე გაამზადეთ კარგად გარეცხილი და წვრილად დაჭრილი ფორთოხლის ქერქი და ბრინჯის მოხარშვამდე 10-15 წუთით ადრე ჩაუშვით ქვაბში. დაახურეთ თავზე. დაატკბეთ გემოვნებით. აჭამეთ პატარას თბილ-თბილი.