პური ჩვენი არსობისა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პური ჩვენი არსობისა

  • ისეთ საკვებთან ერთად, რომელიც ცალკეც შეიძლება მივირთვათ, პურის მიღება არ არის რეკომენდებული. ასეთი საკვებია პარკოსნები, ცერცვი, სოია, ხილი, განსაკუთრებით - ნესვი, ლეღვი.
  • თუ ბავშვს გასტრიტი, დისბაქტერიოზი ან აირების დაგროვებისკენ (მეტეორიზმისკენ) მიდრეკილება აქვს, საფუვრიანი ცომის პურს უმჯობესია მოარიდოთ. მიეცით უპირატესად უსაფუვრო, ღუმელში გამომშრალი ან გახუხული პური. ტოსტი მხოლოდ "მოდური" კი არ არის, არამედ, უწინარეს ყოვლისა, სასარგებლოა - გამოშრობის პროცესში სახამებლის ნაწილი გარდაიქმნება კარამელად, რომელსაც ორგანიზმი უკეთ ითვისებს. გარდა ამისა, გაცხელებისას საფუარი კარგავს აქტიურობას, ამიტომ დისბაქტერიოზის განვითარების რისკი მცირდება.
  • ჭვავის პურში უხვად არის ვიტამინები (განსაკუთრებით - B ჯგუფისა) და ძალზე სასარგებლოა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ხელს უწყობს კუჭის წვენის მჟავიანობის მომატებას.

    ლ სასარგებლოა დაცეხვილი ხორბლისგან მომზადებული პურ-ფუნთუშეული. ცეხვილი მარცვალი შეიცავს A, E, B ვიტამინებს, ასევე - მინერალებს: მაგნიუმს, სპილენძს, თუთიას, კობალტს, სელენს, ნატრიუმს, ქლორს, ფთორს, კალიუმს, იოდს, გოგირდს...

თუ მოინდომებთ, გემრიელ და სასარგებლო პურს თავადაც გამოაცხობთ შინ. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ხორბლის ან ჭვავის, ისე წიწიბურას, შვრიის და სხვა მარცვლოვანთა ფქვილი. ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

- როგორ გამოვაცხოთ პური უსაფუვროდ?

- საფუვრის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კიტრის ან კომბოსტოს მჟავე წვენი, ანდა ჩვეულებრივი მაწონი. უფრო უკეთესია მჟავე პურის ბურახი. აიღეთ სამლიტრიანი ქილა, ჩაყარეთ შიგ ერთი ჭიქა (200 გ) უხეშად დაფქული, დაღერღილი მარცვლეული და 1/2 ჭ (100 გ) შაქარი, ქილა შეავსეთ ანადუღარი თბილი წყლით, ზემოდან მოაყარეთ ერთი მწიკვი საფუარი, გადააფარეთ სუფთა ნაჭერი და დადგით ოთახის ტემპერატურაზე 2-3 დღით, რათა ნარევმა დუღილი დაიწყოს. როდესაც დუღილი შეწყდება, ნახევრად გამჭვირვალე ზედა შრე ფრთხილად გადაასხით სუფთა ქილებში და შედგით მაცივარში. 3-4 დღის შემდეგ მიიღებთ ბურახს, რომელიც, ამასთანავე, არაჩვეულებრივი გამაგრილებელი სასმელიც არის, დარჩენილი თეთრი ნალექი კი პურის გამოსაცხობად გამოიყენეთ. გადაიღეთ ჯამში, დაუმატეთ 1 მწიკვი შაქარი და 1/2 ჭიქა (100-150 გ) ფქვილი, კარგად აურიეთ, გადააფარეთ სუფთა ნაჭერი, 2-3 საათი გააჩერეთ სითბოში, როდესაც ცომი ამოვა, ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ და კიდევ ერთხელ მიეცით ამოსვლის საშუალება. მეორედ ამოსულ ცომს დაუმატეთ 1/2 ჩაის კოვზი მარილი, 1 სადილის კოვზი მზესუმზირას ზეთი და თანდათან შეაზილეთ ფქვილი. ზილეთ, ვიდრე თავისუფლად არ მოსცილდება ჭურჭლის კედლებს. როდესაც ცომი ჯამს აღარ მიეკრობა, ამოიღეთ და გუნდებად დააწყვეთ ღუმლის ტაფაზე. გააჩერეთ ოთხის ტემპერატურაზე, სანამ მიიღებს მომავალი პურის ზომას (ამას დაახლოებით საათი, საათ-ნახევარი დასჭირდება). ამოსული გუნდები ტაფიანად შედგით 230 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით. პურის სურნელი მალე დატრიალდება მთელ სახლში. გამოღების შემდეგ კარგად გააცივეთ და ისე მიირთვით.

რჩევები დიასახლისებს

თუ რამდენიმე დღის პური დაგრჩათ, ნუ გადაყრით; მისგან გემრიელი კერძებისა და საკონდიტრო ნაწარმის მომზადება შეიძლება.

შარლოტა

საჭიროა:

  • 200 გ თეთრ პური;
  • 6 ცალი ბანანი;
  • 1 ჭიქა რძე;
  • 4 კვერცხი;
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი.

კარგად დამწიფებული ბანანი გაფცქვენით და ბლენდერში გათქვიფეთ ან დაჭყლიტეთ კოვზით. დაამატეთ რძეში დამბალი თეთრი პური, კვერცხები (თითო-თითოდ) და კარგად აურიეთ. გემოვნებისამებრ, შეიძლება დაუმატოთ მწიკვი მარილი და ვანილიც. ფორმაში წინასწარ მოამზადეთ კარამელი - თეთრი მინანქარი 2 სუფრის კოვზი შაქრისა და რამდენიმე წვეთი წყლისგან. შაქარი კარგად რომ გადნება, ჩაასხით ფორმაში მზა მასა და ზომიერად გახურებულ ღუმელში 30 წუთით შედგით. გამომცხვარი შარლოტა თეფშზე გადმოაბრუნეთ. კარგად რომ გაცივდება, მოაყარეთ შაქრის პუდრი ან მოასხით შოკოლადის მინანქარი.

ჭვავის ღვეზელი

საჭიროა:

  • 1 ჭიქა ჭვავის პურის საფანელი;
  • 1.2 ჭიქა შაქარი;
  • 1/2 ჭიქა გატარებული ნიგოზი;
  • 1/4 ჭიქა ქიშმიში;
  • 4 კვერცხი.

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ წყლის ორთქლის აბაზანაში (40 გრადუსზე), გადმოდგით და გაცივებამდე განუწყვეტლივ თქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ ნიგოზი, ქიშმიში, საფანელი, გადაიღეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ცივ ფორმაში, აცხვეთ 200 გრადუსზე 20-30 წუთის განმავლობაში.

ვაშლის დესერტი

საჭროა:

  • 200 გ გამომშრალი პური;
  • 1 ჭიქა რძე;
  • 2 კვერცხი;
  • 1 სადილის კოვზი კარაქი;
  • 1 სადილის კოვზი თაფლი;
  • 1 ცალი ვაშლი.

გამომშრალი პური ერთი საათით დაალბეთ ცხელ რძეში. როცა გაცივდება, შეათქვიფეთ კარაქი, თაფლი და კვერცხი. გარეცხეთ, გათალეთ და წვრილად დაჭერით ვაშლი, დაამატეთ მიღებულ მასას და ცხიმწასმულ, საფანელმოყრილ ფორმაში გადაიღეთ. აცხვეთ ზომიერად გახურებულ ღუმელში (დაახლოებით 150 გრადუსზე) 30-40 წუთის განმავლობაში. გვერწმუნეთ, ამ ჩაროზს მთელი ოჯახი სიამოვნებით შეექცევა.