ტკბილი წამალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტკბილი წამალი

სასარგებლო თვისებები

ქიშმიში აძლიერებს იმუნიტეტს. მასში უხვად არის ანტიოქსიდანტები, რომლებიც უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. ქიშმიში სასარგებლოა ბავშვებისთვის, რომლებსაც ცუდად სძინავთ და ხშირად ჭირვეულობენ. B ჯგუფის ვიტამინები - B1, B2 და B6, ასევე - მიკროელემენტებიK, რომლებიც ქიშმიშში ბევრია, აწესრიგებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას, ბავშვი წყნარდება, ღრმად და მშვიდად სძინავს. ქიშმიში რკინის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. რკინა ჰემოგლობინის შემადგენლობაში შედის, ჰემოგლობინი კი სისხლის წითელი უჯრედების მთავარი კომპონენტია. ქიშმიში შეიცავს იშვიათ მიკროელემენტს - ბორს, ურომლისოდაც შეუძლებელია კალციუმის - ძვლების ძირითადი საშენი მასალის - ნორმალური ათვისება. გაითვალისწინეთ: ქიშმიში რეკომენდებული არ არის სიმსუქნისკენ მიდრეკილი და შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის!

ვიმკურნალოთ ტკბილად

მაღალი ტემპერატურის დროს კარგია ქიშმიშის უშაქრო ნახარში. ის ავსებს სითხისა და მიკროელემენტების მარაგს, რომელსაც ოფლთან ერთად კარგავს სიცხიანი ორგანიზმი. გაციების, სურდოსა და ყელის ტკივილის დროს კარგია ასეთი ნაყენი: 100 გ ქიშმიშს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, გადაწურეთ, გააგრილეთ და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ხახვის გამონაწური. მიეცით პატარას 50 მლ დღეში 3-ჯერ. ძლიერი ხველისა და ბრონქიტის დროს:

  • 30 გ ქიშმიში დაფარეთ ცივი, ანადუღარი წყლით, გააჩერეთ 45 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და მიეცით პატარას ძილის წინ ცხელ რძესთან ერთად.
  • 100 გ ქიშმიში 10 წუთი ადუღეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში, გააგრილეთ და მიეცით პატარას 3 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.

ქიშმიშიანი ნუგბარი

საჭიროა:

  • 2 სუფის კოვზი ქიშმიში;
  • 2 საშუალო ზომის სტაფილო;
  • 3 საშუალო ზომის ვაშლი;
  • 50 გ არაჟანი.

გარეცხილი და გარჩეული ქიშმიში 30 წუთით დაალბეთ ადუღებულ წყალში. სტაფილო და ვაშლი გახეხეთ მსხვილად, დაამატეთ ქიშმიში და შეკაზმეთ არაჟნით.

ჩაშუშული კომში

საჭიროა:

  • 2 ცალი საშუალო ზომის კომში;
  • 1/2 ჩაის ჭიქა ქიშმიში;
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი;
  • მოხალული და გატარებული 1/2 ჩაის ჭიქა თხილი ან ნიგოზი;
  • დარიჩინი - გემოვნებით.

კომში შუაზე გაჭერით, ამოაჭერით კურკიანი ნაწილი და ამ ღრმულში ჩაუდეთ ქიშმიშის, ნიგვზის, შაქრისა და დარიჩინის ნაზავი. ჩააწყვეთ დაბალ ქვაბში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მურაბიანი წყალი (უმჯობესია, მურაბა ღოღნოშოსი ან ალუბლისა იყოს), დაახურეთ თავზე და 15 წუთით შედგით ნელ ცეცხლზე. გააგრილეთ და მიართვით პატარას. განსაკუთრებით ესიამოვნება ყელის ტკივილის, ხველისა და მაღალი სიცხის დროს, მოუმატებს მადას, გამოუკეთებს ხასიათს.


საშობაო რომბები

საჭიროა:

  • ჩაის ჭიქა თეთრი და შავი ქიშმიში (სანახევროდ);
  • 2 კვერცხი;
  • 4 სადილის კოვზი ფქვილი (ან იმდენი, რომ ცომი შეიკრას);
  • 1/2 ჩაის ჭიქა თაფლი;
  • 1 ჩაის კოვზი არაჟანი;
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი;
  • მარილი - გემოვნებით.

ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ, ჩაასხით  მრგვალ ფორმაში და აცხვეთ 10 წუთი მაღალ ცეცხლზე. გააცივეთ, მოაყარეთ შაქრის პუდრი და რომბებად დაჭერით.

ჩირების რულეტი საშობაო  სუფრისთვის

საჭიროა:

  • 100 გ ქიშმიში;
  • 100 გ შავი ქლიავის ჩირი;
  • 500 გ ფქვილი;
  • 300 გ ნაღების კარაქი (ან სამარხვო მარგარინი);
  • 1/2 ჩაის კოვზი სოდა;
  • 200 გ შაქარი;
  • 100 გ მოხალული, გატარებული თხილი;
  • 1/2 ჩაის ჭიქა საფანელი;
  • 1 ცალი ლიმონი.

დარბილებულ კარაქს შეაზილეთ ფქვილი, სოდა, 100 გ შაქარი, 2-3 სადილის კოვზი წყალი. 2-3 საათით დატოვეთ სიცივეში. ერთმანეთში აურიეთ ქიშმიში, წვრილად დაჭრილი შავი ქლიავი, 100 გ შაქარი, 1 ლიმონის ცედრა და წვენი, თხილი და საფანელი. ცომი გაყავით სამად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ - მიეცით კვადრატის ფორმა, წაუსვით გულსართი, რულეტივით გადაახვიეთ და ცივ ცხიმწასმულ ტაფაზე დადეთ. შეგიძლიათ, ზემოდან გადაუსვათ ათქვეფილი კვერცხი და შაქარი. აცხვეთ გახურებულ ღუმელში - 150-200 გრადუსზე, 10-15 წუთი. გააცივეთ, დაჭერით და ისე მიიტანეთ სუფრასთან.

ქიშმიშის სასმელი

საჭიროა:

  • 500 გ ქიშმიში;
  • 1 ლ წყალი;
  • 1 ცალი ლიმონის წვენი.

ქიშმიშს დაასხით ცივი წყალი, 10 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გააცივეთ, გადაწურეთ, ნახარშს დაამატეთ ლიმონის წვენი. ქიშმიშისგან მომზადებული ნუგბარი თქვენს პატარებს აუცილებლად მოეწონებათ.