სასარგებლოა თუ არა მარმელადი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასარგებლოა თუ არა მარმელადი

- მარმელადი - ეს ტკბილეული დიდი  ხანია ცნობილია. კვების მრეწველობის განვითარებამ, ახალი გემოვნებისა და არომატული ნივთიერებების შექმნამ მისი რეცეპტის ცვლილებაც განაპირობა. დანამატები აძლიერებს პროდუქტის გემოს, არომატს, მატებს მას ახალ-ახალ შეფერილობას, დაბოლოს, ზრდის მისი შენახვისა და გამოყენების ვადას.

- უვნებელია ასეთი დანამატები?

- ამ დანამატებს ბევრი ძნელად იტანს, განსაკუთრებით - ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი ბავშვები. შესაძლოა, განვითარდეს ისეთი ალერგიული რეაქციები, რომლებიც მხოლოდ გამონაყარით არ შემოიფარგლება.

- რისგან მზადდება მარმელადი?

- მარმელადი, ფაქტობრივად, შესქელებული და არომატიზებული სიროფია. შემასქელებლად, უწინარეს ყოვლისა, იყენებენ მცენარეულ ჟელატინს - პექტინს. ეს არის ხსნადი უჯრედისი, რომელსაც შეიცავს ზოგიერთი ხილი და კენკრა. განსაკუთრებით ბევრია იგი ვაშლში, ალუბალში. პექტინი აგებულებით კოლოიდია, შესწევს უნარი, შეიკავშიროს წყალი და გაჯირჯვდეს, ამიტომ მარმელადი თითქოს შედედებულ-შესქელებულია მყარ ჟელესავით და შესაძლებელია მისი დაჭრა დანით. შემდეგი ჟელესებური ნივთიერებებია აგარი და ალგინი (ალგინის მჟავა ან ნატრიუმის ალგინატი), რომელიც მიიღება ზღვის წყალმცენარეებისგან. აგარი ფიზიკური თვისებებით ცხოველური ჟელატინის მსგავსია, მაგრამ, მისგან განსხვავებით, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების დროსაც კი მყარი, მაგარი რჩება. აგარს იყენებენ რბილი კანფეტებისა და მურაბების, ასევე ხორცისა და თევზის ჟელირებული კონსერვების დამზადებისას. ალგინატებს აქვს არაჩვეულებრივი მწებავი თვისებები. მათ ამატებენ საკვებს, ასევე მათგან ამზადებენ ქირურგიულ, ადვილად ხსნად ძაფებს.

- გამოდის, რომ მარმელადი ჟელესებრი დანამატებით სასარგებლოა...

- სასარგებლოა, მაგრამ არა ყველასათვის. უწინარესად, იგი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს. 1 კგ მარმელადში დაახლოებით 60 გრამი შაქარია, ამიტომ ორ წლამდე ასაკის პატარებისთვის იგი არ შეიძლება, ხოლო სკოლის ასაკის ბავშვებისთვის ნებადართულია შეზღუდული ოდენობით. ეკრძალებათ იგი სიმსუქნისადმი მიდრეკილ ბავშვებსაც. და ეს ყველაფერი არ არის. ალგინი ნამდვილად უსაფრთხოა, მაგრამ არა მომავალი და მეძუძური დედებისთვის. მედიცინის განვითარების შედეგად გაირკვა, რომ წყალმცენარეების დანამატებმა განსაზღვრულ პირობებში შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების მანკები, ასევე - რეპროდუქციული ორგანოების (მაგალითად, საკვერცხეების) მუშაობის გაუარესება. თუ ქალს აქვს თუნდაც მინიმალური რისკი, ეს ნივთიერება უნდა გამოირიცხოს რაციონიდან. ამრიგად, გირჩევთ: თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა, თავი არიდეთ ალგინატების შემცველ პროდუქტებს. საკვების ეტიკეტზე ეს დანამატები აღნიშნულია E ინდექსით - E400-დან E405-ის ჩათვლით. სურსათის შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი, ხოლო თუ პროდუქტს ეტიკეტი არ აქვს ან მასზე ნომრები ვერ ამოკითხეთ, საერთოდ ნუ შეიძენთ მას.

- შეიძლება თუ არა შინ მოვუმზადოთ ეს ტკბილეული ოჯახის წევრებს?

- თუ გსურთ, სადღესასწაულო სუფრა განსხვავებული დესერტით გაალამაზოთ, შეგიძლიათ შინაც მოამზადოთ იგი, ყოველგვარი დანამატის გარეშე, გემრიელი და ძალიან სასარგებლო. მერწმუნეთ, ნაყიდი მარმელადი მას ნამდვილად ვერ შეედრება. ბავშვებისთვის ძალზე სასარგებლოა შინ მომზადებული მარმელადი. იგი დიეტური დესერტია - შედარებით დაბალკალორიულია და არ შეიცავს ცხიმს. მასში ბევრია ნატურალური პექტინი, რომელიც წიდისგან, ტოქსინებისა და რადიონუკლიდებისგან ორგანიზმის გამწმენდ ბუნებრივ საშუალებად მიიჩნევა. შინ მომზადებული მარმელადი შეიცავს ბევრ საჭირო მინერალურ ნივთიერებასა და მიკროელემენტს, დადებით გავლენას ახდენს თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე, ითვლება არაჩვეულებრივ ანტიდეპრესიულ საშუალებად, შეუძლია მოგიხსნათ სტრესი. გთავაზობთ ვაშლის მარმელადის რეცეპტს. საჭიროა 500გ ვაშლი, უმჯობესია ანტონოვკა. გარეცხეთ ვაშლი ცივ, გამდინარე წყალში, გაჭერით შუაზე და ამოჭერით გული (კურკები), შეაწყვეთ ღუმელში 7-10 წუთით. გაგრილებული, გახეხეთ სახეხზე, მიღებულ ფაფას დაამატეთ შაქარი, კარგად ამოურიეთ ხის კოვზით და კვლავ გახეხეთ. შემდეგ შედგით დაბალ ცეცხლზე და სანამ შესქელდება, განუწყვეტლივ ურიეთ ხის კოვზით. ცხელ-ცხელი ჩაასხით წინასწარ მომზადებულ გასტერილებულ, ცხელ ქილებში. შინ მომზადებული მარმელადი შეიძლება მივცეთ პატარებს 8-9 თვიდან ფაფასთან, ხაჭოსთან, პუდინგსა და სხვა კერძებთან ერთად. ვაშლის მარმელადი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე პატარებისთვის. მისი გამოყენების შესახებ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს პედიატრთან.