როგორ უნდა შეაყვაროთ ბავშვს სასარგებლო საკვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა შეაყვაროთ ბავშვს სასარგებლო საკვები

ეს პრობლემები ყველა ბავშვიანი ოჯახისთვის ნაცნობია. მიუხედავად იმისა, რომ დედა მთელი რუდუნებით ამზადებს შვილებისთვის საუზმეს, სადილსა და ვახშამს, ბავშვებს მაინც ერთი ნაჭერი ძეხვი ურჩევნიათ ყველაზე სასარგებლო სადილს. არაჯანსაღი საკვებისადმი ლტოლვა შეიძლება რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული.

1. დედას ხანდახან დრო არ რჩება სრულფასოვანი სადილის გასაკეთებლად და ხშირად ნახევარფაბრიკატებით კვებავს შვილს. ასეთი საკვები კი მიჩვევას იწვევს და ერთ მშვენიერ დღესაც დიდი მონდომებით გაკეთებულ სადილზე ბავშვი უარს იტყვის - თავისი ძეხვი და სოსისი ურჩევნია.

2. მიზეზი შეიძლება ზოგიერთი პროდუქტის აუტანლობა გახდეს, მაგალითად, ვერ იტანს რძის პროდუქტს და ამის გამო ყველა საკვები, რომელიც დედამ მოამზადა მუდმივად უარყოფით ასოციაციებს უჩენს.

3. შეიძლება, ბავშვს უბრალოდ მობეზრდეს, სასარგებლო და გემრიელი, მაგრამ მაინც ერთფეროვანი საკვები.

4. ლამაზად გაფორმებული რეკლამები, რომლებიც მავნე საკვების მიმართ ლტოლვას უჩენს ბავშვს. ცნობილია, რომ სარეკლამო ინდუსტრიაში მსოფლიოს საუკეთესო ტვინები იღწვიან, რომლებმაც ნამდვილად იციან თავიანთი საქმე - პატარების ემოციების მართვა. როგორ მივაჩვით ბავშვი ჯანსაღ და სასარგებლო საკვებს, იხილეთ 10 პრაქტიკული რჩევა