რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
რატომ არის მოზარდი ორგანიზმისთვის ხორცი აუცილებელი
რატომ არის მოზარდი ორგანიზმისთვის ხორცი აუცილებელი
ბავშვებისა და მოზარდების გარკვეული ნაწილი ხორცს არ მიირთმევს. უბრალოდ არ უყვართ და მშობლებიც ვერ აძალებენ. არა და ხორცი მეტად აუცილებელი პროდუქტია მოზარდი ორგანიზმისთვის. ადამიანი, რომელიც მხოლოდ მცენარეული პროდუქტებით იკვებება, ცილების, რკინისა და გარკვეული ვიტამინების დეფიციტს განიცდის. ცილა კი მოზარდი ორგანიზმის ძირითადი და უმთავრესი აგურია. თუ ზრდასრული ადამიანი ცხოველური ცილის დეფიციტს მცენარეულით (ძირითადად პარკოსნებით) ივსებს და ეს საკმაოდ რთულია, ბავშვების შემთხვევაში ეს პრაქტიკულად ვერ ხდება და სამწუხაროდ, მოზარდებს ამის საფუძველზე სერიოზული ძვრები და პრობლემები ექმნებათ.
გახსოვდეთ, მოზარდ ორგანიზმს განსაკუთრებით ბევრი ცილა სჭირდება, მაგალითად, 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვმა ყოვედღიურად საკვებიდან 4,0-4,5 გრამი ცილა უნდა მიიღოს სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე. ყველაზე მაღალი ათვისებადობა კი სწორედ ცხოველურ ცილას აქვს (90 %-მდე). თუ ბავშვი ხორცის გარდა კვერცხსა და რძის ნაწარმსაც არ ჭამს, ეს კიდევ უფრო მძიმედ აისახება მის ჯანმრთელობაზე, რადგან გამოდის, რომ ბავშვი პრაქტიკულად სრულად მოკლებულია ცხოველურ ცილას.
მეორე პრობლემა, რომელიც ამ ფონზე ვითარდება - რკინის დეფიციტია. რკინის რეალური
You must have Flash Player installed in order to see this player.
წყარო არა ხილი ან კენკრა, არამედ სწორედ ხორცეულია. თევზისა და ხორცის არამოყვარულ ბავშვებს ჰემოგლობინის დაბალი შემცველობა აღენიშნებათ. ისინი ფერმკრთალნი არიან, სისუსტესა და ადვილად დაღლას გრძნობენ.
მესამე პრობლემა, რომელიც ხორცეულზე უარის თქმის შემთხვევაში იჩენს თავს B12 ვიტამინის დეფიციტია. ეს ვიტამინი ნერვული და სისხლმბადი სისტემების ნორმალურ ფუნქციობაზეა პასუხისმგებელი. მცენარეულ პროდუქტებში B12 ვიტამინი პრაქტიკულად არ შედის. და კიდევ, იმისათვის, რომ მოზარდმა ორგანიზმმა კალციუმისა და თუთიის სათანადო რაოდენობა მიიღოს, საკმაოდ დიდი რაოდენობით მცენარეული საკვები უნდა მიირთვას ყოველდღიურად (ეს კი როგორც წესი არ ხდება), რადგან ხილსა და ბოსტნეულში ეს ელემენტები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რეალურად ხორცში.
ასე რომ, მიაქციეთ ყურადღება თქვენი პატარების საკვებ რაციონს. შეეცადეთ შეაყვაროთ მათ ხორცი, კვერცხი, თევზი და რძის ნაწარმი. გახსოვდეთ, ჯანსაღი და სწორი კვება ჯანმრთელობის საფუძველია!

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო არა მარტო გენებშია. იმ ქალების მესამედი, რომლებიც ასაკთან შედარებით 10 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებიან, უბრალოდ ცხოვრების სწორ წესს მისდევს. კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქალების 2/3, რომლებიც ხანდაზმულ ასაკში კარგად გამოიყურებიან,
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
*კოცნისას სახის 29 კუნთი აქტიურდება, რაც კანის დაბერების კონტროლირების საშუალებას იძლევა;

*კოცნისას პარტნიორებს შორის ხდება ნივთიერებათა ცვლა, რაც ორგანიზმის იმუნიტეტს ამაღლებს;
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჩვენს მიერ, ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში - "როგორ შევარჩიოთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვება", პროფესორმა ინგა მამუჩიშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად პალმისა და რაფსის ზეთის უარყოფით გავლენაზე ისაუბრა.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
საკვების სწორად შერჩევას და პროდუქტის ხარისხს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ბავშვის ნორმალური განვითარების პროცესში.
გოგრის თესლი მდიდარია ცილით, ცხიმით, ორგანული მჟავებით, A, E ვიტამინებით. მოიპოვება მასში, თუმცა შედარებით ნაკლები, D და K-ც. უხვად არის მიკროელემენტები: თუთია, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი. ასეთი შემადგენლობის წყალობით გოგრის თესლს დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის.
ჩემი შვილი 2,5 წლისაა. შინ ჩემი გამომცხვარი ფუნთუშებით ვანებივრებ. მაინტერესებს, როგორი სიხშირით შეიძლება ცომეულის მიცემა ბავშვისთვის და რომელ ცხიმზე დამზადებული უფრო სასარგებლოა. მე ყოველგვარ ცომეულს ნაღების კარაქით ვაცხობ, - გვწერს "მკურნალი.გე"-ს მკითხველი.
შეიძლება თუ არა ერთი წლის შემდეგ ბავშვი ვკვებოთ საერთო მაგიდიდან? როგორ შევურჩიოთ რაციონი წლის შემდეგ?
ერთგული მკითხველი

22 ნოემბერი 2016
ცნობილია, რომ სტრესმა შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. მიზეზი მხოლოდ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელ გაძლიერებულ მადაში არ არის. იცვლება თავად სხეულის მუშაობის მექანიზმი.
11 ნოემბერი 2016
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ადამიანთა უმრავლესობას, გამოსასვლელ დღეებში სადილობამდე უყვარს ლოგინში კოტრიალი, რის შემდეგაც თავს დამძიმებულად და მოდუნებულად გრძნობს.
სტაფორდშირის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში 3 წლამდე ასაკის 60 ბავშვი მონაწილეობდა.
1. შვრია - რეგულარული მიღებისას, ასუფთავებს ნაწლავებსა და ღვიძლს.